ბექა ოდიშარია სალომე ზურაბიშვილზე: გუშინ რომ დაზიანდა პოლიციელი, კიდევ ერთმა ახალგაზრდამ ქვა ესროლა მას და სასიკვდილოდ გაიმეტა, მასაც მოუწევს პასუხისმგებლობის აღება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 16 აპრილი 2024, 23:35

გუშინ რომ დაზიანდა პოლიციელი, კიდევ ერთმა ახალგაზრდამ ქვა ესროლა მას და სასიკვდილოდ გაიმეტა, მასაც მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას. კერძოდ, ზურაბიშვილის განცხადებით, “ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“.

„როგორც ნინო ლომჯარია იყო, ასეთი აქტიური გახდა სალომე ზურაბიშვილი, ჩემდა სამწუხაროდ. მისი განცხადებები უკვე აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ქმედებები კი დანაშაულებრივია. ეს ისტორიაში დარჩება. გუშინ რომ დაზიანდა პოლიციელი, კიდევ ერთმა ახალგაზრდამ ქვა ესროლა მას და სასიკვდილოდ გაიმეტა, მასაც მოუწევს პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე შეფასებით, დონორები და მავნე პროექტების პროექტების განმახორციელებლები, პასუხისმგებლები არიან „გრიგორიადისის შექმნაზე“.

„არიან დონორი ორგანიზაციები და განმახორციელებლები ამ მავნე პროექტების, რომლებსაც სემინარებს ვერ დავარქმევ. ეს არის საველე ვარჯიშები, წვრთნები და ეს თვალხილულად ვნახეთ. გრიგორიადისის შექმნისთვის ეს ადამიანებიც არიან პასუხისმგებლები. თუმცა, მას არ ვათავისუფლებ პასუხისმგებლობისგან, ის არის დამნაშავე ადამიანი. როგორ შეიძლება, ზრდასრულმა კაცმა ცეცხლი გადაასხა შენს თანამემამულეს და მით უმეტეს პოლიციელს“, - განაცხადა დეპუტატმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში, პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა
სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება
მეთიუ მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
არქივი