გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია, რომელიც პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა, დასრულებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 17 აპრილი 2024, 00:22
გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია, რომელიც პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა, დასრულებულია.

ოპოზიციის ლიდერებმა დატოვეს ტერიტორია, აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ასევე წასულია.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი რჩება. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი. სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი - დღეს შავ-ბნელი ძალები ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას, იმის ქადაგება, რომ მტერი მტერი არაა, მოკავშირე კი მოკავშირე არაა, იგივეა, რაც უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსულ ბანკებთან ოპერაციები დროებით დაუშვა
ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია
არქივი