ირაკლი ზარქუა: შარლ მიშელის განცხადებები მახსოვს, როცა კუბილიუსები, ფოტიგები ჩამწკრივდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი მოწამლული იყო, კვდებოდა და უნდა გაგვეთავისუფლებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 17 აპრილი 2024, 12:39

შარლ მიშელის განცხადებები მახსოვს, როცა კუბილიუსები, ფოტიგები ჩამწკრივდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი მოწამლული იყო, კვდებოდა და უნდა გაგვეთავისუფლებინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„აბა, სად არის სააკაშვილი? კვება დაიწყო, ჯიგარი ჯანმრთელია და იქიდან ამ მარგინალებს მოძღვრავს და ხოტბას ასხამს. ანუ, მაშინ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ. ევროპარლამენტების ის მგზნებარე გამოსვლები გვახსოვს, რომ არ გაბედოთ, სააკაშვილის დაპატიმრება და რატომ კლავთო, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო, თუმცა საქართველომ სტატუსი მიიღო დამსახურებით, არა ცალ ფეხზე, არამედ ორ ფეხზე დგომით, რადგან ვიცით, ევროპული ღირებულება რას ნიშნავს, რეფორმების გზას მივყვებით. ევროკავშირისა და ნატო-ს სახელმწიფოებს კანონის უზენაესობით, მედიის თავისუფლების ინდექსით, ადამიანის უფლებების დაცვით ვუსწრებთ. ამიტომაც ვართ ასე მყარად და გაბედულად. რასაც ვაკეთებთ, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში და სწორედ ამას დავიცავთ“, – განაცხადა ზარქუამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გუშინ, სოციალურ ქსელში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა.

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიანიჭა. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებსა და გაწევრიანების ტრაექტორიას და საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს და არა დააახლოებს“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში, პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა
სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება
მეთიუ მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
არქივი