შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ იმავე სახელებს, სახეებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მფარველები არიან, საითკენ მიჰყავთ ყველაფერი, ყველაზე არაევროპული, არაქართული გზა არის ძალადობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 17 აპრილი 2024, 13:18
ვხედავთ იმავე სახელებს, სახეებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მფარველები არიან და ვხედავთ, საითკენ მიჰყავთ ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი“.

„ვხედავთ, იგივე სახეებია, იგივე სახელებია, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მფარველები და ვხედავთ, საითკენ მიჰყავთ ეს ყველაფერი. ფარული დაფინანსებებიც ხომ მანდეთ არის და აგრესიული ქმედებები პოლიციის წინააღმდეგ, რაც გუშინ ვიხილეთ. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით, რომ აქციები ყოველთვის იყო მშვიდობიანი, ერთი ფოთოლი არ ვარდებოდა ხოლმე ხიდან. ეს იყო ჩვენი საპროტესტო ისტორიის ყველაზე საამაყო ფურცელი. რასაც ვხედავდით გუშინ და გუშინწინ, ფაქტობრივად, ძალადობა იქცა მათთვის ნორმალიზებულ ინსტრუმენტად. აღარ არის ინტერესი, რომ ჩაატანონ აქცია რუსთაველზე, პირდაპირ ინტერესია, გადაკეტონ შემოსასვლელები, შევიდნენ ფიზიკურ კონტაქტში პოლიციასთან, რაიმენაირად მოახდინონ პროვოცირება, იქნებ, შექმნან ვიზუალი, კადრები, რაც ძალიან უყვართ, რომ სადმე ჩანდეს გარკვეული ძალის გამოყენება. ზუსტად ეს არის არაქართული. ამ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომლებსაც ახლა ვხედავთ – „სირცხვილიას“ და „ფრანკლინის კლუბს“, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ატრენინგებდნენ სხვადასხვა ახალგაზრდებს, გამოდის, რომ მათი ევროპა ეს არის – ძალადობა, როგორც პოლიტიკური მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი. ეს არის ყველაზე არაევროპული და არაქართული გზა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში, პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა
სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება
მეთიუ მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
არქივი