შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს: როგორც ჩართულ მიკროფონზე ამტკიცებდით, რომ ჩართული არ იყო, ასე ამტკიცებთ ქართულ კანონზე, რომ რუსულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 17 აპრილი 2024, 13:32

როგორც ჩართულ მიკროფონზე ამტკიცებდით, რომ მიკროფონი ჩართული არ იყო, ასე ამტკიცებთ ქართულ კანონზე, რომ რუსულია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილის შენიშვნას, რომ მისი მიკროფონი პარლამენტში გამოსვლის დროს ჩართული არ იყო.

„დაზუსტებისთვის, მიკროფონი მთელი ეს 15 წუთი იყო ჩართული, შეგიძლიათ შემდეგ ეთერში გადაამოწმოთ. აი, თქვენს წინ რომ მიკროფონი იყო ჩართული და ჩართულ მიკროფონზე ამტკიცებდით, რომ მიკროფონი ჩართული არ იყო, ასე ამტკიცებთ ქართულ კანონზე, რომ რუსულია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები იმართება, ხმაურით განახლდა.

ხმაური გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის გამოსვლამ, რომელმაც კანონპროექტს რუსული უწოდა და ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიკროფონის გამორთვაში დაადანაშაულა.

„აი, რასაც ახლა აკეთებთ პატივცემულო თუ აღარ პატივცემულო შალვა, ეს არის ზუსტად რუსული კანონი, რომ გამორთოთ და გააჩუმოთ თავისუფალი სიტყვა. დამიბრუნეთ მიკროფონი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა განუმარტა, რომ მიკროფონი გამორთული არ არის.
„მოიცათ, მოიცათ ქალბატონო ანა. რას ვაკეთებ. მიკროფონი ჩართულია ქალბატონო ანა, დაიოკეთ ნერვები თუ შეიძლება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსულ ბანკებთან ოპერაციები დროებით დაუშვა
ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე: ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის დღევანდელი თანამდებობისთვის
30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები პროფესიულ დღეს ზეიმობს
არქივი