შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: ჯერ ბრახუნს დაანებეთ თავი და გადავიდეთ საუბარზე. ევროპა ხომ ბრახაბრუხი არ არის, ევროპა არის საუბარი და მოსმენა, თქვენ როგორი ევროპა გინდათ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 17 აპრილი 2024, 14:34

ბრახუნის დრამატიზმს ძალიან ამცრობს ის ღიმილი, რომელიც თქვენს სახეს შემდეგ აფარია, რომელიც აჩვენებს, რომ ამ ბრახუნში არ არის ის დრამატიზმი, რომელიც გინდათ რომ გამოჩნდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ბატონმა გუბაზმა წეღან შეგვახსენა, რომ ბევრი რამე სხვა ქვეყნებიდან შემოდისო და პარლამენტარიზმიც სხვა ქვეყნიდან არის შემოსული და ლაპარაკიდან მოდის. უნდა ვილაპარაკოთ და ვუსმინოთ ამიტომ ერთმანეთს და არა ვაბრახუნოთ. მადლობა ბატონო გუბაზ. მივბაძოთ ბატონ გუბაზს - ბრახუნის ნაცვლად ლაპარაკი. ლაპარაკის ნაცვლად მერე საქმე სჯობს, მაგრამ ჯერ ბრახუნს დაანებეთ თავი და გადავიდეთ საუბარზე. მითუმეტეს, როდესაც ამ თქვენს ბრახუნის დრამატიზმს ძალიან ამცრობს ის ღიმილი, რომელიც თქვენს სახეს შემდეგ აფარია, რომელიც აჩვენებს, რომ ამ ბრახუნში არ არის ის დრამატიზმი, რომელიც გინდათ რომ გამოჩნდეს.

ეს ერთი, მეორე, მიკროფონიდან გადის მაინც გამომსვლელის ხმა. გარეთ ეს არ ისმის, ერთადერთი, ამით ზარალდებით თქვენ და ზარალდებიან ჟურნალისტები, რომ არ ესმით შეიძლება რას ამბობს აქ გამომსვლელი. ამიტომ მოდით მოვუსმინოთ, მივყვეთ ბატონი გუბაზის რჩევას და მოვუსმინოთ. პარლამენტია, საუბრის ადგილია. ამაში რთული ხომ არაფერია. ევროპა ხომ ბრახაბრუხი არ არის, ევროპა არის საუბარი და მოსმენა. თქვენ როგორი ევროპა გინდათ?“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე - ქართული საზოგადოება უკვე იმდენად გამოცდილია, პომადებით, პოლიციელთან ყვავილების მიტანით, ასეთი მარტივი ტრაფარეტული რიტუალებით ვერ მოატყუებ, ძალადობაც ძალიან კარგად ჩანს
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მთავარ პირობად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მძევლების გათავისუფლებას ასახელებს
ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირი ემზადება შიდაგანხილვებისთვის, თუ როგორ მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად
ლევან ხაბეიშვილი - სად იყო ივანიშვილის გამოსვლაში სიყვარული? პოზიტივი? სარწმუნოება?
არქივი