ირაკლი კობახიძე გამჭვირვალობის კანონზე: საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არც ერთი და არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 17 აპრილი 2024, 17:09

მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არც ერთი და არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ., - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში, კანონი არის სწორედ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ეს არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

„ასევე, ევროპულთან ერთად ეს კანონპროექტი არის ქართული, გამომდინარე იქიდან, რომ იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს - ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში, ასევე ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი, და ასევე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტის შესაბამისი კანონები“, - აღნიშნა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი ხერტ იან კოოპმანი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკურ უმცირესობას: თურმე კარგია ბიძინა ივანიშვილი, როდესაც თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს უანგაროდ ეხმარებოდა რეფორმებში, წინ წაწევაში, მაშინ თურმე მისი ფული წარმომავლობის გარეშე იყო
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში ხალხის ძალით მოპოვებული თავისუფლება და სუვერენიტეტი დღესაც ისევ ხალხის ძალის დასაცავია
გიორგი ქადაგიძე - ვანდალიზმის ფაქტი აქამდე არ მომხდარა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენით თუ აპირებენ კანონის გატანას, პროტესტი იქნება გამძაფრებული, არავინ იცის, რა მოხდება
გურამ მაჭარაშვილი: 200 ათასი კაცი გამოვიდა გუშინ საერთო - სახალხო შეკრებაზე, დღეს კი თქვენ მთელ დღეს უძღვნით ამ შეკრებას. რა განერვიულებთ? რაშია პრობლემა?
არქივი