ირაკლი კობახიძე: შემთხვევით, ხოშტარიას წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე მის პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ევროპული ფონდი, საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 17 აპრილი 2024, 19:57

შემთხვევით, ხოშტარიას წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე მის პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი, საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიას - „დროა“ შექმნილი ჰქონდა ფიქციური არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის მისამართი, ხელმძღვანელი, „ფეისბუქის“ გვერდი, ყველაფერი იგივე იყო და ერთ-ერთი ევროპული ფონდი 2-3 წლის განმავლობაში ამ არასამეწარმეო იურიდიულ პირს ურიცხავდა თანხებს, რაც არ იყო საგრანტო პროექტზე აგებული დაფინანსება.

„პირდაპირ ურიცხავდნენ თანხებს ხელფასებისთვის და ოფისებისთვის. ეს არსად ეწერა. ერთხელ წამოსცდა ხოშტარიას და „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მისი საარჩევნო კამპანია დაფინანსდა EED-ის მიერ და ამისთვის მადლობას უხდის. შემთხვევით გავიგეთ, არსად წერია ეს, დღესაც ვერ ნახავთ ვერანაირ ინფორმაციას, ვის რამდენი და როგორ ჩაერიცხა, მაგრამ შემთხვევით, წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე ხოშტარიას პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი. საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით. თქვენ ხომ ხართ დაინტერესებული, არსებობდეს კანონი, რომელიც თქვენ ამ მინიმალურ ინფორმაციას მოგაწვდით? მაშინ რატომ არ მოგწონთ ეს კანონი?!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: 200 ათასი კაცი გამოვიდა გუშინ საერთო - სახალხო შეკრებაზე, დღეს კი თქვენ მთელ დღეს უძღვნით ამ შეკრებას. რა განერვიულებთ? რაშია პრობლემა?
დავით სონღულაშვილი: ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტი და მოვლენა მოხდა, რომლებსაც საუკუნის პროექტები შეიძლება ვუწოდოთ
ილია დარჩიაშვილმა ბელგიელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილისა და მისი ლუქსემბურგელი კოლეგის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს
გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: გაატყავა ბიზნესი, მათრახით შერეკა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა რიგებში, წაართვა ფული, დაჩაგრა და ძალიან ბევრი დაიჭირა
არქივი