ირაკლი კობახიძე - სად არის რუსული ჩვენს კანონში, სააკაშვილმა დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება, არ გქონდეს არგუმენტი, მაგრამ ურცხვად მოიტყუო, ცრუპენტელობა უნდა შევამციროთ ქართულ პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 17 აპრილი 2024, 20:32

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როცა ეძახით რუსულ კანონს, ეს არ არის უბრალოდ ტყუილი, არამედ ცრუპენტელობა, რადგან არავითარი საერთო ამ კანონს არ აქვს რუსულ კანონთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და რუსულ კანონს შორის არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არის.

„ეს არ არის რუსული კანონი - არავითარი თანხვედრა შინაარსობრივი არ არის ამ კანონსა და რუსულ კანონს შორის, მათ შორის დეტალურად შემიძლია, განგიმარტოთ რუსულ კანონში რა წერია. რუსეთში, ამ კანონის საფუძველზე, რაც იქ მოქმედებს, შეიძლება, შევიდეს სახელმწიფო კონტროლი პირდაპირ ჩაჯდეს და რაღაც თუ არ მოეწონება, შეუძლია, საერთოდ აკრძალოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია. უცხოელი აგენტი ტერმინი გამოიყენება, ეს ტერმინი გამოიყენება მათ შორის ფიზიკური პირების მისამართით, გამოიყენება ბრენდირების მექანიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად როცა შესაბამისი პირი გამოდის ტელევიზიის ეთერით, იქ მითითებული უნდა იყოს ტიტრებში, რომ ეს ადამიანი, კონკრეტული ფიზიკური პირი არის უცხოელი აგენტი, შესაძლებელია, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პირის თუ ორგანიზაციის მიმართ - სად არის რუსული ჩვენს კანონში? როცა ამ კანონს ეძახით რუსულ კანონს, ეს არ არის უბრალოდ არა ტყუილი, არამედ უხეშობისთვის მომიტევეთ - ეს არის ცრუპენტელობა, რადგან არავითარი საერთო ამ კანონს არ აქვს რუსულ კანონთან.

სააკაშვილმა დაამკვიდრა თავის დროზე ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ასე სამარცხვინოდ არ იტყუებოდნენ არც პოლიტიკოსები, არც ჟურნალისტები. სააკაშვილმა პირადად დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება, საერთოდ არ ჰქონდეს არგუმენტი, მაგრამ შეიძლება, ასე ურცხვად მოიტყუო. ცრუპენტელობა არის ერთ-ერთი, რაც უნდა შევამციროთ ქართულ პოლიტიკაში და მათ შორის მედიაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ლაცაბიძე: ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი უნიკალური ენითა და ქართული ტრადიციების დაცვით გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები
საზოგადოება „ქართული“ ამერიკელ სენატორებს მიმართავს
გიორგი ჩაკვეტაძე: არავის მივცემთ საშუალებას საქართველოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების გზა ეჭვქვეშ დააყენოს
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას - ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს არასამთავრობოების სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება
ირმა ზავრადაშვილი ოპონენტებს - შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია - უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ
არქივი