მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია - პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას ითხოვენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 17 აპრილი 2024, 23:36

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია. პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას ითხოვენ, სამართალდამცავები კი მათ ამის ნებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ აქციის - "არა რუსულ კანონს" მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის მიცემული 1 - საათიანი ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

აქციის ერთ-ერთი წამყვანის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე, შეკრებილების მოთხოვნაა, აქციაზე გავიდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართება
შსს: კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება, აქედან გამომდინარე, შსს აქციის თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები იმ შესასვლელთან მიახლოებას ცდილობენ, საიდანაც დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვონ
მამუკა არეშიძე: თანხები, რომელიც ამ წელს საქართველოში დასაფინანსებლად შემოვიდა, არ ხმარდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხმარდება ქვეყანაში განსაზღვრული პოლიტიკური მიზნების მიღწევას, აქედან გამომდინარე, საჭირო იყო რეგულაცია
სტოლტენბერგი: უკრაინის ნდობა ნატოს მოკავშირეების მიმართ შეირყა იარაღის მიწოდების შეფერხებების გამო
არქივი