კახა კალაძე - მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 18 აპრილი 2024, 01:28

ყველანი ვართ მზად დებატებისთვის, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისივე განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხრიდან მხოლოდ დეკლარაციის შევსებას გულისხმობს.

„ყველა იმ კანონპროექტთან შედარებით, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირში, ყველაზე მსუბუქი კანონპროექტია. ერთადერთი მოთხოვნაა წლის განმავლობაში დეკლარაციის შევსება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ფაქტების კონსტატაცია მოხდება, მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი მოგონილია. პოლიტიკურ სპეკულაციებში გადაყვანასა და სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. ვიღაცა შეიძლება მართლა დააჯერეს, შეცდომაში შეიყვანეს. მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, კანონპროექტის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტები მოისმინოს და მასზე იმსჯელოს.

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ევროკავშირის ელჩებს, ღია პლატფორმაზე გამართონ დისკუსია, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა. ამისთვის ყველა მზად ვართ, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს მის საწინააღმდეგოდ, მოვუსინოთ და ვიმსჯელოთ. ჩვენ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი. ევროპული ღირებულებებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ მათ მაგივრად შეიძლება სხვები იყვნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართება
შსს: კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება, აქედან გამომდინარე, შსს აქციის თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები იმ შესასვლელთან მიახლოებას ცდილობენ, საიდანაც დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვონ
მამუკა არეშიძე: თანხები, რომელიც ამ წელს საქართველოში დასაფინანსებლად შემოვიდა, არ ხმარდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხმარდება ქვეყანაში განსაზღვრული პოლიტიკური მიზნების მიღწევას, აქედან გამომდინარე, საჭირო იყო რეგულაცია
სტოლტენბერგი: უკრაინის ნდობა ნატოს მოკავშირეების მიმართ შეირყა იარაღის მიწოდების შეფერხებების გამო
არქივი