შალვა პაპუაშვილი: წარმოუდგენელია, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეს უნდოდეს, რომ მისგან დაფარონ ინფორმაცია, მის დაუკითხავად შემოდიოდეს აქ ფული და პოლიტიკაში მონაწილეობდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 19 აპრილი 2024, 00:09

წარმოუდგენელია, სახელმწიფოსა და მოქალაქეს, რომელსაც თავი მიაჩნია დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქედ უნდოდეს, რომ მისგან დაფარონ ინფორმაცია, მის დაუკითხავად შემოდიოდეს აქ ფული და პოლიტიკაში მონაწილეობდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სადაც არის მსჯელობა, იქ არის მხარდაჭერა.

„საერთო ჯამში ამ პროცესმა, (არა ამა თუ რომელიმე აქციამ, მსჯელობის პროცესმა) გვაჩვენა, რა არის მხარდაჭერა. გვახსოვს, შარშან საზოგადოებაში სხვანაირი განწყობები, წლევანდელ რეაქციებსაც ვადარებთ ამ ყველაფერს და ვხვდებით, რომ რაც მაშინ შეძლეს დეზინფორმაციით, ამ შემთხვევაში ვერ შეძლეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვის მოთხოვნები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები
პარიზში საპირველმაისო დემონსტრაციაზე რადიკალების ქმედებების შედეგად 57 პოლიციელი დაშავდა
არქივი