რატი იონათამიშვილი - ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 19 აპრილი 2024, 12:02

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ექვსი ოპოზიციური პარტიის  ერთობლივ განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი.

მისი შეფასებით, აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიებს დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი და მათი სუვერენიტეტი სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ აქვთ შეთვისებული.

„განცხადებას ექვსი პოლიტიკური პარტია ავრცელებს და მას ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს, რადგან, ფაქტობრივად, ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი. მათი სუვერენიტეტი სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ აქვთ შეთვისებული. ისინი ამიტომ ებრძვიან სუვერენიტეტს, რადგან მათ სუვერენიტეტის დაცვის არც ნიჭი, არც უნარი და არც სურვილი გააჩნიათ“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში, პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა
სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება
მეთიუ მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
არქივი