ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 19 აპრილი 2024, 12:43

ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა,  – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის  წესით სიტყვით
გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა,  საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მუდმივ რეჟიმში იმართებოდა ბრიფინგები ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

„კრიმინალურ-დოკუმენტურ სერიალ – „პოლიციის ფაილების“ არაერთი სერია მიეძღვნა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას, მის შედეგებს, ნარკოტიკების მოხმარების  შედეგად მიღებულ ზიანს და საფრთხეებს, სერიებში განხილული იყო, როგორც  კომპლექსურად ჩატარებული ოპერაციები, ასევე, ნარკორეალიზატორებთან წარმატებული ბრძოლის შედეგების საფუძველზე არაერთი ნარკორეალიზატორის დაკავების ფაქტი.

საზოგადოებაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა მხატვრული და გრაფიკული ვიდეორგოლები, საინფორმაციო ბანერები, რომელმაც მოიცვა, როგორც სატელევიზიო სივრცე, ასევე, სოციალური ქსელი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით 100-მდე სკოლაში,  5 000-მდე მოსწავლესთან გაიმართა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სკოლის მოსწავლეებთან განიხილავდნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების  საფრთხეებსა და მძიმეშედეგებს. გარდა ამისა, აღნიშნულ თემაზე საუბარი გაიმართა  საზაფხულო ბანაკებში, სადაც სხვა თემებთან ერთად ნარკოტიკების საკითხი  აქტუალური
იყო. ბანაკებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველკვირეული ხასიათი ჰქონდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში, პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა
სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება
მეთიუ მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
არქივი