შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 19 აპრილი 2024, 22:28

ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები დაბრუნდნენ 90-იანი წლების ესთეტიკაში, სადაც ჩვენ ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რადიკალურ ოპოზიციასა და „ენჯეოებზე“ საუბრისას განაცხადა.

მან პარლამენტში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვის დროს რადიკალურ ოპოზიციის ქმედებები გაიხსენა.

„ჩვენ ვნახეთ, მათი გეგმა რა არის. პლენარულ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს იყო მაგიდებზე ბრახა-ბრუხი, ნაცვლად იმისა, რომ არგუმენტები წარმოედგინათ.

ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები დაბრუნდნენ 90-იანი წლების ესთეტიკაში, სადაც ჩვენ ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით - იყო ბევრი მჯიღის ცემა მკერდში, ლოზუნგი მაშინ და ნაკლები მსჯელობა. აქ არიან ზუსტად! 30 წლით უკან დაბრუნდნენ, ეს აქტივისტი „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ არგუმენტირებული მსჯელობისთვის და ვეწინააღმდეგებით დოგმებს, თავსმოხვეულ აზრებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამჭვირვალობის კანონპროექტზე, რომლის შინაარსობრივ განხილვაზე ოპოზიციამ უკვე თქვა უარი, მომდევნო კვირას პარლამენტში მუხლობრივად იმსჯელებენ. მმართველი გუნდის ოპონენტებს ყველა წესის მიხედვით მოუწევთ იმ მოედანზე გადასვლა, სადაც თამაში, თავად აღიარეს, რომ წაგებული აქვთ. შესაბამისად, მმართველი გუნდისთვის, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ბევრი რამის ინდიკატორია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ!
აქციის მონაწილეებმა შსს-ს ორსაათიანი ვადა მისცეს, რათა აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლონ
ჯონ კირბი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრი ჩახშობის თვალსაზრისით
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მარცხენა სანაპირო გადაკეტეს
საგარეო უწყება - პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება
არქივი