ანრი ოხანაშვილი-რა თქმა უნდა, განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 22 აპრილი 2024, 12:22
ჩვენი ამოცანაა, ჩვენს საზოგადოებას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივ რეგულირებასთან გვაქვს საქმე“-ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
                                                                                                                                                                                                                                                                                                 „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში დაიწყო, სადაც ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ბოიკოტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ეს მათ ღირებულებებზე მეტყველებს. 
                                                                                                                                                                                                                                                           მისივე თქმით, განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული.

„მოგეხსენებათ,დღეს ვიწყებთ საყოველთაო სახალხო განხილვებს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ. იცით, რომ საკითხი უკავშირდება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხს. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს საზოგადოებას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივ რეგულირებასთან გვაქვს საქმე. ვიწყებთ დასავლეთ საქართველოთი, ვიწყებთ ქუთაისით და შესაბამისად, მთელი კვირის განმავლობაში მოვივლით ყველა შესაბამის ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით მაქსიმალურ ინფორმაციას. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მთელმა რიგმა წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ განხილვას. ეს მიანიშნებს მათ ღირებულებებზე, იმაზე, რომ მათ საზოგადოებისთვის სათქმელი ბევრი არ აქვთ, თუმცა ჩვენ ჩვენს ხალხთან ერთად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს საკითხები იყოს მაქსიმალურად გაშლილი, რომ ლგბტ პროპაგანდა არის მიუღებელი. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ვინმეს უფლებაში უხეშად ჩარევას და ვინმეს უფლების შეზღუდვას. განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ADB-ის წლიურ შეხვედრას, საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია
ამერიკელ კონგრესმენსა და მის მეუღლეს 600 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, კიევმა და მისმა მოკავშირეებმა კი ეს არ უნდა დაუშვან
პუტინი, შესაძლოა, შოიგუს უფლებამოსილების შემცირებას და, ფრონტზე წარუმატებლობისთვის, მის დასჯას ცდილობს - ISW
სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართა - მნიშვნელოვანია ჩვენება, რომ თქვენთვის საქართველო არ არის დაკარგული, ჩემი თხოვნაა, მაისის ბოლომდე ქვეყანაში გაიმართოს მაღალი დონის ვიზიტები
არქივი