შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხის სიტყვა ვუთხრათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 23 აპრილი 2024, 11:28

გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას რასაც აკეთებდა, ახშობდა თავისუფალ სიტყვას. ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუქიდან“ აშინებენ საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 29 აპრილს ყველა მივიდეს პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ საერთო-სახალხო შეკრებაზე.

„მგონი, გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ზიზღის კამპანიაა, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში ეწევიან და გუშინ ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა. გვახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნისას რასაც აკეთებდნენ, ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას. ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუქიდან“ და კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ არ გამოთქვან თავისი აზრი. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება, როდესაც ვსაუბრობთ „ენჯეოებზე“, მათ შორის ზოგიერთ პარტიაზე. ეს არის ჩვეულებრივი ზიზღის, დაშინების კამპანია. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მივცეთ, ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ხელში ჩაიგდონ, ზუსტად იმავე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება. 29 აპრილს ყველა, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ყველა, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე, რადგან ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ქართული ღირსებით, ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ADB-ის წლიურ შეხვედრას, საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია
ამერიკელ კონგრესმენსა და მის მეუღლეს 600 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, კიევმა და მისმა მოკავშირეებმა კი ეს არ უნდა დაუშვან
პუტინი, შესაძლოა, შოიგუს უფლებამოსილების შემცირებას და, ფრონტზე წარუმატებლობისთვის, მის დასჯას ცდილობს - ISW
სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართა - მნიშვნელოვანია ჩვენება, რომ თქვენთვის საქართველო არ არის დაკარგული, ჩემი თხოვნაა, მაისის ბოლომდე ქვეყანაში გაიმართოს მაღალი დონის ვიზიტები
არქივი