ევროპის და თავისუფლების სახელით მსჯელობას კრძალავენ - ორუელისეული მიდგომების პირდაპირი რეალიზაციაა ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც არცოდნა არის ძალა და როდესაც მორჩილება ითვლება თავისუფლებად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 25 აპრილი 2024, 13:46

ევროპის და თავისუფლების სახელით მსჯელობას კრძალავენ - ორუელისეული მიდგომების პირდაპირი რეალიზაციაა ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც არცოდნა არის ძალა და როდესაც მორჩილება ითვლება თავისუფლებად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აჭარაში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი, საქართველოსაც ეთქმის სიტყვა.

„რასაც ვატყობთ, ბოლო პერიოდია, მცდელობაა, აკრძალონ დისკუსია. ხომ პარადოქსია? თავისუფლების სახელით კრძალავენ მსჯელობას. სკანდირებენ თავისუფლებას და ამბობენ, არ წაიკითხო კანონიო. მათ შორის, ქალაქში ჩვენი აქტივის მხრიდან პოსტერები გაიკრა, სადაც მითითებული იყო ვებ-გვერდი, სადაც ადამიანებს კანონის წაკითხვა შეეძლოთ. ეს პოსტერები ჩამოხიეს. რა ჰქვია ამას, თუ არა აკრძალვა ფიქრისა, მსჯელობისა, დისკუსიისა?! ორუელისეული მიდგომების პირდაპირი რეალიზაციაა ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც არცოდნა არის ძალა და როდესაც მორჩილება ითვლება თავისუფლებად. ევროპის და თავისუფლების სახელით მსჯელობას კრძალავენ. ნაცვლად იმისა, რომ თქვან, რა არის არგუმენტი ამ კანონის [„გამჭვირვალობის შესახებ“] წინააღმდეგ, უბრალოდ მიდის პლაკატური საუბარი - „ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“. ბოდიში მომითხოვია და აბა, საქართველოში რომელი ღირებულებებით ვცხოვრობთ? ჩვენც ევროპა ვართ და ევროპული ღირებულებებით [ვცხოვრობთ]. არცერთ ქვეყანას არ აქვს დაპატენტებული თავისთვის ევროპული ღირებულებები ჩვენთან მიმართებით. ამიტომ, როდესაც ევროპული ღირებულებებზე გვესაუბრებიან, ეს არის არა ევროპელის საუბარი არაევროპელთან, არამედ ეს არის ევროპული ქვეყნის საუბარი ევროპულ ქვეყანასთან. ამიტომ როდესაც ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ჩვენც გვეთქმის ჩვენი სიტყვა, ჩვენი ისტორიიდან და ევროპული ღირებულებების თანაშემოქმედების მხრიდანაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
პატრიარქი: ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და ერთად შევთხოვოთ უფალს მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის
წმინდა ცეცხლი საქართველოშია
პატრიარქი: გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს!
პატრიარქი - მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება
არქივი