გვირჩევდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მათ შორის, მგონი ამ რეზოლუციის პროექტშიც წერია. ეს მეგობრული რჩევაა? ვინც ამას აკეთებს, ქართველი ხალხის მეგობარია?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 25 აპრილი 2024, 14:32

არ ვიცი ეს ცოდნით თუ უცოდინრობით გამოსდით ხოლმე, მაგრამ ჩვენ გვირჩევდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მათ შორის, მგონი ამ რეზოლუციის პროექტშიც წერია. ეს მეგობრული რჩევაა? ვინც ამას აკეთებს, ქართველი ხალხის მეგობარია? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია რჩევებზე უცხოეთიდან და მათ შორის, ევროპიდან, ყველა რჩევა კარგი რჩევა არ არის.

„ყველა რჩევა კეთილი რჩევა არ არის. არ ვიცი ეს ცოდნით თუ უცოდინარობით გამოსდით ხოლმე, მაგრამ ჩვენ გვირჩევდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მათ შორის, მგონი ამ რეზოლუციის პროექტშიც წერია. ეს მეგობრული რჩევაა? ვინც ამას აკეთებს, ქართველი ხალხის მეგობარია, როდესაც ამბობს, რომ ადამიანის წამების სისტემის და რეჟიმის შემქმნელი ადამიანი უნდა გაექცეს მართლმსაჯულებას? ეს ხომ მეგობრის საქციელი არ არის. ეს ერთი, მეორე, ვინც ჩვენ გვირჩევდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ისინი ჩვენი მეგობრები იყვნენ? მეგობრული რჩევა იყო ეს? როდესაც იციან, რომ ეს ფაქტობრივად, საქართველოსთვის ნიშნავდა ომის რისკის წინაშე დადგომას და ეს ნიშნავდა გარანტირებულ ეკონომიკურ კოლაფსს. თან გვეუბნებოდნენ ის ქვეყნები, რომლებიც თავად კომფორტულად არიან ნატოს ატომური ქოლგის ქვეშ, თავად კომფორტულად არიან ევროკავშირის სოლიდარობის ქოლგის ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ თითს ვერ დააკარებს, რა თქმა უნდა, მათ ვერავინ, იმიტომ, რომ მე-5 მუხლით არიან გარანტირებულად დაცულები ნატოს მხრივ, განსხვავებით ჩვენგან და რაც არ უნდა ზიანი მიადგეს ეკონომიკური, ევროკავშირში ერთმანეთის სოლიდარობიდან გამომდინარე, აუნაზღაურებენ ერთმანეთს ამ ზიანს და დაეხმარებიან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
პატრიარქი: ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და ერთად შევთხოვოთ უფალს მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის
წმინდა ცეცხლი საქართველოშია
პატრიარქი: გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს!
პატრიარქი - მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება
არქივი