დავით ქართველიშვილი: ისეთი არაფერი უნდა მიიღო, მათ შორის, არც კანონი, რაც შენს საბაზისო ფასეულობებს აკნინებს და საფრთხის ქვეშ აყენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 18 დეკემბერი 2023, 22:00

ევროკავშირის გადამეტებული დემონიზაცია არავის სჭირდება - იქ ისედაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომლითაც ყველას ძალიან კარგად ესმის, თუ რა უშლის ხელს მათ იდენტობას, ტრადიციებს, სარწმუნოებასა და ა.შ., - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ბევრმა ქვეყანამ თქვა უარი ისეთი კანონების მიღებაზე, რომლებიც საქართველოს მოსახლეობასაც არ სურს, რომ ქვეყანაში მოქმედებდეს.

„ევროკავშირში ძალიან სერიოზული და საინტერესო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. მაგალითად, მოულოდნელი არჩევნები ჩატარდა ნიდერლანდებში, სადაც გაიმარჯვა პარტიამ, რომელსაც ერთ-ერთ პირველ ამოცანად აქვს ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესის ინიცირება. ძალიან საინტერესო არჩევნები იქნება ბელგიაში, სადაც, ასევე, ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს, რომელთაც, საერთოდ, საკუთარი ქვეყნის ორად დაყოფის იდეა აქვთ. იტალიაში უკვე ჩატარდა არჩევნები და ძალიან საინტერესო, მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი ჰყავთ და ა.შ. შესაბამისად, ევროკავშირის გადამეტებული დემონიზაცია არავის სჭირდება - იქ ისედაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომლითაც ყველას ძალიან კარგად ესმის, თუ რა უშლის ხელს მათ იდენტობას, ტრადიციებს, სარწმუნოებას და ა.შ. ამიტომ არის გაძლიერებული ულტრამემარჯვენეთა მოძრაობები, რომლებიც, ამა თუ იმ ქვეყნებში, იღებენ ხელისუფლების სადავეებს ხელში და საკუთარ ქვეყანას მათთვის და ქვეყნისთვის უფრო მისაღები კანონებით უვლიან.

ისეთი არაფერი უნდა მიიღო, მათ შორის, არც კანონი, რაც შენს საბაზისო ფასეულობებს აკნინებს და საფრთხის ქვეშ აყენებს. არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ბულგარეთი, ლიეტუვა, სლოვაკეთი, ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი და ა.შ), რომელთაც არ მიიღეს ის კანონები, რომლის მიღებაც საქართველოშიც ეშინიათ. გასაგებია თუ რაზე ვსაუბრობ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე - მიმდინარეობს ნიადაგის მომზადება არჩევნების წინ ისეთი სიტუაციის წარმოჩენისთვის, რომ ყველა, ვინც ხელისუფლების მომხრეა, ავტომატურად პრორუსია, ხოლო ხელისუფლების ყველა მოწინააღმედეგე - პროევროპელია
კახა კალაძე რეპერი „მასტერის“ კლიპს აზიარებს
ლაშა გეგეჭკორი: ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
არქივი