დავით ქართველიშვილი: 2014 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, რუსეთის ციხეებიდან სამშობლოში ჩვენი ოფიცრების დაბრუნების საკითხი დაიძრა მკვდარი და მივიწყებული წერტილიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 03 იანვარი 2024, 10:38
"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და გაიხსენა 2014 წელს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით რუსული ციხეებიდან აგვისტოს ომის შემდეგ პატიმრობაში მყოფი ქართველი ოფიცრების საქართველოში დაბრუნება.

"მაშინ "თლა" არ გამოგვივიდა. ვერ მოვასწარით. ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ახალ 2014 წელს ჩვენი ოფიცრები, რომლებიც სააკაშვილმა 2008 წელს ოკუპანტის ზურგში ჩატოვა და ვინც ციმბირის ციხეებში 20-წლიან პატიმრობას იხდიდა "ჯაშუშობის" მუხლით, საქართველოში დაგვებრუნებინა.

2014 წლის იანვარში ჩავფრინდი მოსკოვში. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, რუსეთის ციხეებიდან სამშობლოში ჩვენი ოფიცრების დაბრუნების საკითხი დაიძრა მკვდარი და მივიწყებული წერტილიდან. ერთხელ ჩემმა ბაჩომ და დანიელმა მოკრძალებულად მკითხეს, ჩემი სუს-ში მოღვაწეობის პერიოდიდან რაზე შემიძლია მოვუყვე და რა მეამაყება... ამ ბიჭების დაბრუნებაში მეამაყება ჩემი მოკრძალებული როლი. ჩემს მოყოლილზე ბაჩოს ცრემლიც არ დამავიწყდება არასდროს. პირველი "პარტია" - 2014 წლის იანვარი - სამი პირველი პატიმარი. მოსკოვის "ლეფორტოვოს" ციხეში წინასწარ ჩამოყვანილი პირველი სამი ქართველი ოფიცერი. ჰაერის ტემპერატურა - მინუს 31 გრადუსი ყინვა. "ვნუკოვოს" აეროპორტში მხვდებიან ადგილობრივი წარმომადგენლები... სასტუმროში? - მეკითხებიან. შეიძლება მანანდე "ქრისტე მაცხოვრის ტაძარში" მივიდეთ? გაოცებულები მთამხდებიან. შევდივართ ტაძარში. ჩემთვის უცხო აქ რა უნდა იყოს...უკან დამდევს მოსკოველი "კოლეგა". უცებ მიახლოვდება და მეკითხება: "გარდაცვლილ მამაზე სად უნდა დავანთო სანთელი?" - მივიყვანე ჯვარცმასთან, დავანთებინე სანთელი, მადლობა გადამიხადა. მივხვდი, რომ უფლის წყალობით, მოწინააღმდეგის მოედანზეც პირველი უპირატესობა მოვიპოვე... მეორე დღე - "ლეფორტოვო". ჩვენს ბიჭებს აცნობეს დილიდან, რომ დღეს "სადღაც" გადაიყვანდნენ. სამივეს ეგონა, რომ ФСБ-ში დამატებით დაკითხვაზე. КПП-სთან ვხვდები მე. ჩემს მიმართ გაუგებარი, უნდობლობით აღსავსე მზერა. მე - ქართული თეატრალური პაუზა და ტექსტი: "საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, დღეიდან თავისუფალი ადამიანები ბრძანდებით. და თუ სხვა რაიმე გეგმები არ გაქვთ - მაქსიმუმ ოთხ საათში, თბილისის შოთა რუსთაველის სახ. აეროპორტში ვიქნებით..." ვაჟკაცების ცრემლი გინახავთ? ჩემი ცრემლი? ბევრი რამე არ გინახავთ! მთავარი პრობლება რა იყო იცით? ერთს ფეხსაცმელზე ზონარი არ ჰქონდა - თბილისში შევუძინე. სამივეს კი - პასპორტი არ ჰქონდა. სამივე უპასპორტოდ ავიყვანე "ვნუკოვოს" აეროპორტში ბორტზე. მანამდე კი მოსკოვის რესტორანში საუზმე მოვასწარით. რამ გამახსება? ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა - მათ მიერ გაუხმაურებელმა (ჯერჯერობით) სიქველემ. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!" - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა გეგეჭკორი: ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
გია აბაშიძე: როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება!
დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს - ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება
არქივი