დავით ქართველიშვილი: წარმომიდგენია, რა აჟიოტაჟი აიწევა ახლა, განსაკუთრებით ხიდაშელ/უსუფაშვილის ფლანგზე: ჩინეთმა ცნო „თალიბანის“ მოძრაობა ავღანეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 31 იანვარი 2024, 14:12

როდესაც 2021 წელს პირველად გაჟღერდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს მიერ ავღანეთში „თალიბანის" რეჟიმისთვის დატოვებული იქნა 85 მილიარდი დოლარის (!) ღირებულების შეიარაღება, ამ ინფორმაციამ რაიმე ტიპის „არმაგედონული“ ხასიათის აჟიოტაჟის წამოწევის გარეშე ჩაიარა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ეხმიანება ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ ჩინეთში ავღანეთის სრულუფლებიანი ელჩისაგან რწმუნებათა სიგელის მიღებას. დავით ქართველიშვილი პარალელს ავლებს 2021 წელს მომხდარ მოვლენებსა და ჩინეთის მხრიდან „თალიბანის" მოძრაობის ავღანეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად ცნობას შორის.

„როდესაც 2021 წელს პირველად გაჟღერდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს მიერ ავღანეთში „თალიბანის" რეჟიმისთვის დატოვებული იქნა 85 მილიარდი დოლარის (!) ღირებულების შეიარაღება, ჩამოთვლილი იყო მისი სახეობები და რაოდენობა: 22 ათასი დაჯავშნილი ავტომანქანა, 358 ათასი ავტომატური იარაღი, 176 საარტილერიო დანადგარი, 8 ათასი სატვირთო მანქანა, ათობით სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასზე მეტი ვერტმფრენი და ა.შ. - ამ ინფორმაციამ რაიმე ტიპის „არმაგედონული" ხასიათის აჟიოტაჟის წამოწევის გარეშე ჩაიარა.

წარმომიდგენია, რა აჟიოტაჟი აიწევა ახლა, განსაკუთრებით ხიდაშელ/უსუფაშვილის ფლანგზე: ჩინეთმა ცნო „თალიბანის" მოძრაობა ავღანეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ქვეყნის ყველაზე მაღალ დონეზე, პრეზიდენტმა სი ძინპინმა უკვე მიიღო ჩინეთში ავღანეთის სრულუფლებიანი ელჩისაგან რწმუნებათა სიგელი. როგორც ჩანს, მრავალვექტორული და მულტიპოლარული სამყარო ემიჯნება მსოფლიოში ორმაგი სტანდარტების ფარისევლურ პოლიტიკურ მიდგომებს და არ ცნობს „ხარებსა“ და „იუპიტერებს“ შორის სამართლებრივ განსხვავებულობას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე - მიმდინარეობს ნიადაგის მომზადება არჩევნების წინ ისეთი სიტუაციის წარმოჩენისთვის, რომ ყველა, ვინც ხელისუფლების მომხრეა, ავტომატურად პრორუსია, ხოლო ხელისუფლების ყველა მოწინააღმედეგე - პროევროპელია
კახა კალაძე რეპერი „მასტერის“ კლიპს აზიარებს
ლაშა გეგეჭკორი: ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
არქივი