დავით ქართველიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას უკვირს, როგორ შეიძლება კუთვნილ ადგილს იკავებდე არა „ხაზეინის“ კეთილი ნებისა თუ პირადი დაინტერესების გამო, არამედ გუნდური თამაშის წესების მიღებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 02 თებერვალი 2024, 12:25
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი გაპრემიერების შემდეგ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი შეიცვლებოდა, სპეკულაცია უწოდა. 

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რადიკალებს საკუთარი ცუდი გამოცდილებით ვერ წარმოუდგენიათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ გუნდები არა პირადი ინტერესების გამო, არამედ საქმისადმი ერთგულების მიხედვით ირჩევიან.  

„ეს განცხადება არ მქონდა ნანახი, როდესაც იმავე თემაზე გუშინ 2-3 კომენტარი გავაკეთე. დიახ, 2021 წლის „ჩამოსხმის“ „ქართული ოცნება“ დღეს ზუსტად იმით განსხვავდება, რომ ლექისაგან გათავისუფლდა, „გაწკრიალდა“, „დაბრძენდა“ და დასაგემოვნებლად ყველაზე იდეალურ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დავობენ - არიან ჩვენ გარშემო ისეთებიც, ვინც უმაღლესი ხარისხის „რქაწითელს“ დღემდე იაფფასიან ალკოჰოლშემცველ დენატურატებს ამჯობინებს, მთავარია შეზარხოშდეს - რა გაეწყობა.

ათობით ურთიერთდაპირისპირებულ მარტივ მამრავლებად დაყოფილი კოლექტიურ/კლანური „ნაცმოძრაობისთვის“, რა თქმა უნდა, გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება კობახიძე და ღარიბაშვილი საკუთარი, ერთიანი გუნდის წევრებს ენდობოდნენ იმ დონეზე, რომ პირადი, ოჯახური თუ ნათელ-მირონობის საფუძველზე არ აკომპლექტებდნენ თავიანთ საკურატორო პასუხისმგებლობის სივრცეებს. 

მათი გამოზრდილი იყო „ქართული ოცნების“ შიგნიდან ამფეთქებელი არაერთი ჩანერგილი აგენტი, ვინც საჯარო სამსახურის ცალკეულ დარგებსაც კი მათთვის გაუგებარი და მიუღებელი პროფესიონალებისაგან „ასუფთავებდნენ“, რათა მათ ადგილებზე თანასოფლელების, ნათლულების, მწყემსებისა და  პროვინციელი „გიჟ-პოეტების“ მათ მიერ მართული „სასტავები“ მოეყვანათ. აქ სრულებითაც არ ვუტრირებ! ასე მოიქცა თავის დროზე პატიმარი გოგაშვილი, ასე იქცეოდა გახარია/ხოჯევანიშვილების კლანიც.

დღეს მათი ჯიბის „ფროილინების“ ნაწილი კვლავ დაუბრუნდა, ზოგი ყანას, ზოგი დახლს, ზოგი ისევ წერს ლექსებს „ძირითადად სიყვარულზე“, ზოგი აგრძელებს მავნებლობას პოლიტიკურ თუ საჯარო სივრცეში, მაგრამ ყველანი ერთხმად არიან გაოცებულები - „ნუთუ ასე შეიძლებოდა“, კუთვნილ ადგილს იკავებდე არა „ხაზეინის“ კეთილი ნებისა თუ პირადი დაინტერესების გამო, არამედ იმიტომ, რომ შენი პიროვნული ადგილი ამა თუ იმ გუნდში, სწორედ, რომ გუნდური თამაშის წესებით არის გარანტირებული“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა გეგეჭკორი: ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
გია აბაშიძე: როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება!
დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს - ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება
არქივი