ლევან ნიკოლეიშვილი „ლისი დეველოპმენტის“განცხადებაზე: სავარაუდოდ, დიდი თაღლითური სქემაა დალაგებული, ამ ამბის უკან ხომ ხანდაზმული თაღლითები, ხაზარაძე და ჯაფარიძეზე დგანან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 06 თებერვალი 2024, 10:19

„ლისი დეველოპმენტი“ ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებს და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობს - ამ უწყინარი ამბის უკან სავარაუდოდ დიდი თაღლითური სქემაა დალაგებული, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლეიშვილი ეჭვობს, რომ საქმე ეხება თაღლითურ სქემას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. მისი განცხადებით, ამ თემის ირგვლივ ბევრი კითხვა არსებობს, რომლებსაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პასუხები უნდა გასცენ.

„ხაზარაძე / ჯაფარიძის მორიგი თაღლითობა?!

„ლისი დეველოპმენტი“ ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებს და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობს - ამ უწყინარი ამბის უკან სავარაუდოდ დიდი თაღლითური სქემაა დალაგებული. რადგან ამ ამბის უკან ხომ ხანდაზმული თაღლითები, ხაზარაძე და ჯაფარიძეზე დგანან. საქმე იმაშია, რომ მათმა კომპანიამ, რომელსაც ფიგურალურად შვილები მართავენ. თუმცა რეალურად ყველაფერს თავად განაგებენ, ობლიგაციების მფლობელები „გადაყარა“ და არავინ იცის რა და როგორ დასრულდებოდა, ეს ამბავი მალევე რომ არ გამსკდარიყო.

ამ ამბავს არც ბოდიშის მოხდა უშველის და არც თანხის ანაზღაურება, რადგან ეჭვი მაქვს, საქმე ეხება თაღლითურ სქემას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორც მინიმუმ - ხაზარაძე / ჯაფარიძემ პასუხი უნდა გასცენ კითხვას, რატომ მოატყუეს ბონდების მფლობელები, აუდიტორულმა კომპანიამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რატომ შეაფასა კომპანია იმაზე ბევრად ძვირად, ვიდრე ღირდა, რამაც ათეულობით ადამიანის მოტყუება გამოიწვია. დაბოლოს სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს ეს იყო კომპანიასა და აუდიტორებს შორის თაღლითური გარიგება თუ კომპანიამ მიაწოდა იმთავითვე მცდარი ინფორმაცია აუდიტორებს. კითხვა ბევრია - რომელსაც პასუხები სჭირდება, რადგან ამ ორი თაღლითისგან გამწარებული ბევრი ადამიანის სახელი და გვარი ვიცით!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
გია აბაშიძე: როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება!
დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს - ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
არქივი