ნანა კაკაბაძე: წლის ბოლოს ოპოზიციონერი დეპუტატების ოცნება საკუთარი თავი კოალიციურ მთავრობაში იხილონ, 90% სამთავრობო კაბინეტების ნაცვლად პოლიტიკურ სანაგვეზე გადაინაცვლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 07 თებერვალი 2024, 12:00

ოპოზიციონერი დეპუტატების ფუჭი ოცნებებიდან, საპარლამენტო დარბაზში მხოლოდ ლანძღვა-გინების, მომწამვლელი ნივთიერების გაშვების და მაგიდებზე ახტომის მოგონებები დარჩება საზოგადოებას, ხოლო დარბაზის გარეთ მხოლოდ ვერშემდგარი საბოტაჟებით, ვერშემდგარი „გრანდიოზული“ მანიფესტაციებით და ვერშემდგარი რევოლუციებით გავიხსენებთ, - ამის შესახებ წერს არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე.

ნანა კაკაბაძის თქმით, ხელმოცარულებმა იმედის თვალი ახლა მადამ პრეზიდენტს მიაპყრო, რომელმაც გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლით ნათელაშვილის ფანჩატურის რეანიმაციის მცდელობაზე გააკეთა განაცხადი

„როდის დაფუძნდება სალომეს ფანჩატური?

ბოლო დღეებში ქართულ ოპოზიციას თავის გამოჩენის მშვენიერი საშუალებები გამოუჩნდა - ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას ყველა ტელეარხი აჩვენებდა, თუ როგორი "მაგრები", "შეუპოვრები" და "პრინციპულები" არიან.
ხელისუფლების ლანძღვა-გინებაში დაწინაურება ადვილი საქმე როდია, რადგან ყველას აქვს პრეტენზია ლიდერობაზე.
რომან გოცირიძე შეეცადა გადაესწრო კოლეგებისთვის, მაგრამ ამ საქმეში გამოცდილი არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი და თაკო ჩარკვიანი უკეთ მომზადებულები აღმოჩნდნენ. მათ იმასაც კი მიაღწიეს, რომ სხდომების წამყვანებს თავი გააძევებინეს დარბაზიდან და ყველა არხის სატელევიზიო სიუჟეტებში მოხვდნენ. აბა რა ეგონა კუპონა რომანას და სხვა ვეტერანებს, ან თუნდაც ხაბესა და ზოგიერთ ახალგაზრდას, თაკოს, სალომეს და არმაზს ისინი აჯობებდნენ უტიფრობაში, უტაქტობაში, უზრდელობასა თუ ლანძღვა-გინებაში?

წლებია ვიცით, რომ ამ ჯიშის ოპოზიციონერებისგან პოზიტიურს არ უნდა ელოდო, მაგრამ ამ რაოდენობის სულელური შეკითხვების დასმა მაინც მეტისმეტი იყო. მაგრამ რა ქნან? აშკარად გრძნობენ საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების დასასრულის მოახლოებას და თავგანწირვით ცდილობენ, პოლიტიკური სიცოცხლე 9 თვის შემდეგ როგორმე გაიხანგრძლივონ. თუმცა, ამოა მათი ფაფხური, წლის ბოლოს ოპოზიციონერი დეპუტატების ოცნება საკუთარი თავი კოალიციურ მთავრობაში იხილონ, 90% სამთავრობო კაბინეტების ნაცვლად პოლიტიკურ სანაგვეზე გადაინაცვლებს.

ოპოზიციონერი დეპუტატების ფუჭი ოცნებებიდან, საპარლამენტო დარბაზში მხოლოდ ლანძღვა-გინების, მომწამვლელი ნივთიერების გაშვების და მაგიდებზე ახტომის მოგონებები დარჩება საზოგადოებას, ხოლო დარბაზის გარეთ მხოლოდ ვერშემდგარი საბოტაჟებით, ვერშემდგარი „გრანდიოზული“ მანიფესტაციებით და ვერშემდგარი რევოლუციებით გავიხსენებთ.
ხელმოცარულებმა იმედის თვალი ახლა მადამ პრეზიდენტს მიაპყრო, რომელმაც გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლით ნათელაშვილის ფანჩატურის რეანიმაციის მცდელობაზე გააკეთა განაცხადი. მაშინვე აწკავწკავდნენ წყალწაღებულები - ჩვენ შენთანა ვართ ჩვენო პრეზიდენტოო.

სალომეს სააკაშვილიც წაელაქუცა, მას გამოსვლის ყველა ნაწილი მოუწონა და ოპოზიციას მიმართა - მე კი ვიცი, ვინ უნდა დასახელდეს მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატად და აბა, ამაზე თქვენც იფიქრეთო. აშკარა მინიშნება იყო სალომეზე და იმედი, რომ მადამ პრეზიდენტი დაინახავდა მიშას ლაქუცს და იქნებ მის შეწყალებაზეც ეფიქრა.

რადგან მიშა ვახსენეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ კაცმა მართლაც „ზებუნებრივი“ თვისებები გამოავლინა, მომაკვდავი არა მხოლოდ გაცოცხლდა, არამედ გამოცოცხლდა, განუკურნელი დემენცია და კახექსია დაამარცხა, ზედ დამატებული კიდევ 40-მდე მძიმე და უმძიმესი დაავადება, როგორც ამას მისი ერთგული ქართველი და უცხოელი ექიმები ერთხმად ამტკიცებდნენ.

მოკლედ ვითარება ასეთია, ან მიშა უნდა შეირაცხოს ზებუნებრივი ძალის მქონე წმინდანად, ან ნინო ნადირაძე და მისი კოლექტივი უნდა წარვადგინოთ მედიცინის დარგში მიღწეული საოცრებისთვის ნობელის პრემიაზე“, - წერს კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა გეგეჭკორი: ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
გია აბაშიძე: როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება!
დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს - ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება
არქივი