დავით ქართველიშვილი: რამე დიამეტრულ განსხვავებას - ევროპაში ცალ ფეხზე ხტუნვით შესვლასა თუ რუსეთში მუხლებზე ხოხვით დაბრუნებას შორის - მე მაგალითად ვერ ვხედავ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 28 თებერვალი 2024, 10:50

არაფერია ახალი იმაში, რაც დღეს ვნახეთ: ვიწროპარტიული მიზნებით ნაკარნახევი უკვე კარგად ცნობილი და ნაცადი მოუთმენლობა, კონკურენტებად მიჩნეული ძალების აუგად მოხსენიება და უკიდეგანო აგრესიული ამპარტავნება. ანუ, კონცენტრირებულად ყველაფერი ის, რაც არაერთხელ გვინახია ბოლო 33 წლის განმავლობაში, ოღონდ ახლა ექსკლუზიურად პატრიოტულ და სარწმუნოებრივ მანტიაში გახვეული," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარალელს ავლებს თანამედროვე საქართველოს ისტორიასა და უძველეს ბიბლიურ მოვლენებს შორის. როგორც ქართველიშვილის ვრცელ პოსტშია აღნიშნული, ქართველი ხალხი, რომელმაც მძიმე გამოცდილებით მოიპოვა პოპულიზმის და რეალიზმის გარჩევის უნარი, თავის არჩევანს 26 ოქტომბერს გააკეთებს.

„ხანდახან ყველაზე პრიმიტიულ მელოდიასაც YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს, აქ არაფერია არც უცნაური და არც ახალი. დღეს უცნობის კიდობანში მინიატიურაში იყო ნაჩვენები რეტროსპექტივა, როგორც უძველესი ბიბლიური, ასევე საქართველოს უახლოესი ისტორიული მოვლენებისა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბოლო 33 წელიწადში იცვლებოდნენ მოქმედი პირები, მაგრამ იდენტური იყო მათი ქმედებების მამოძრავებელი, თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავი მოტივაცია.

მაგალითად, დღეს რუსეთის რაღაც ექსპერტთა, თუ სახელმწიფო სათათბიროს ცალკეული დეპუტატების დონეზე ქვეყნის გაერთიანების მოლაპარაკებებში ჩართული ქართული კონტინგენტი იმ საზოგადოების მენტალური მემკვიდრე მგონია, ვინც 1989 წელს ერთმანეთს ასწრებდნენ სსრკ-დან ხმაურიან გამოსვლაში, ხოლო დღეს ვერ ბედავენ 9 აპრილზე თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებას. ვინც დღეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე ზრუნავს, მათი შთამომავალია ალბათ, ვინც სოხუმისა და ცხინვალზე განხორციელებული ბლიც-კრიგებით დღევანდელ სტატუს-ქვოს უქმნიდა საფუძველს.

რატომღაც, 1991 წლის პუტჩისტებისა და შემდგომ პირველი პრეზიდენტის მკვლელთა რიგებში ბევრი იგივე ხალხი მეგულება, ვისაც ერთი წლით ადრე გამსახურდია მოჰყავდა ხელისუფლებაში. უცნობის დღევანდელი კიდობნის შემყურე, ჟირინოვსკის სიტყვები გამახსენდა ქართველებზე: „მუხლებზე ხოხვით დაგვიბრუნდებიან ესენი". და რამე დიამეტრულ განსხვავებას - ევროპაში ცალ ფეხზე ხტუნვით შესვლასა თუ რუსეთში მუხლებზე ხოხვით დაბრუნებას შორის - მე მაგალითად ვერ ვხედავ.

რა თქმა უნდა, გვახსოვს ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები, რომლებსაც არც ზეციური მანანა დააკლო მამა-ღმერთმა დაპურების მიზნით და წყურვილის დასაკმაყოფილებლად არც კლდიდან სასწაულებრივად გადმოსული წყარო. მდინარე იორდანეს გადალახვამდე, მათ მხოლოდ მოთმინება და მორჩილება უნდა გამოეხატათ. თუმცა, ამას მოუთმენლობითა და ურჩობით პასუხობდნენ. ისიც კარგად გვახსოვს, მანანას მიღებით გადაღლილებმა როგორ მისტიროდნენ ეგვიპტურ ჩიჩიებს და როგორ შეურაცხყვეს მზრუნველი უფალი ოქროს კერპებით.

არაფერია ახალი იმაში, რაც დღეს ვნახეთ: ვიწროპარტიული მიზნებით ნაკარნახევი უკვე კარგად ცნობილი და ნაცადი მოუთმენლობა, კონკურენტებად მიჩნეული ძალების აუგად მოხსენიება და უკიდეგანო აგრესიული ამპარტავნება. ანუ, კონცენტრირებულად ყველაფერი ის, რაც არაერთხელ გვინახია ბოლო 33 წლის განმავლობაში, ოღონდ ახლა ექსკლუზიურად პატრიოტულ და სარწმუნოებრივ მანტიაში გახვეული.

მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმები გადაცემის სტუმარს - ქართველი ხალხი, რომელმაც მძიმე გამოცდილებით მოიპოვა პოპულიზმსა და რეალიზმს შორის გარჩევის უნარი, თავის არჩევანს 26 ოქტომბერს გააკეთებს..." - წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა გეგეჭკორი: ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
გია აბაშიძე: როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება!
დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს - ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება
არქივი