დავით ქართველიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილზე: აგენტოკრატების ამ „განათლებული" ლაქია-მარიონეტის რაღაც „ტიკ-ტოკი" კრეფს ვირუსულ პოპულარობას, სადაც ის უწმინდესის მიერ შემოღებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს" მიწასთან ასწორებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 06 მარტი 2024, 10:52
„სადაც სხვა ბუნებრივ პრობლემებზე მაღლა - სიწმინდე სუფევს, მინდა დავუმსხვრიო ამაშიც გაუკუღმართებული წარმოდგენები: ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ! ჰოპლა! ჩვენ - ვარსებობთ! ვისაც არ გჯერათ - გაგვატარეთ!" - ასე მიმართავს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელიც მისივე თქმით, უწმინდესის მიერ შემოღებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს" მიწასთან ასწორებს. დავით ქართველიშვილი წერს, რომ არ არის გამორიცხული, ამ „სამარცხვინო ნეიტრალურ-გენდერულმა აგენტმა“, ხვალ პირჯვრის გადაწერის სწავლა დაგვაწყებინოს.
„სადაც მანჯგალაძემ სახარების უკუღმა ქადაგება დაიწყო, ხოლო ეს სამარცხვინო ნეიტრალურ-გენდერული აგენტი, ხვალ პირჯვრის გადაწერის სწავლას დაგვიწყებდეს - ესეც იყოს აქ. აგენტოკრატების ამ "განათლებული" ლაქია-მარიონეტის რაღაც "ტიკ-ტოკი" კრეფს ვირუსულ პოპულარობას, სადაც ის უწმინდესის მიერ შემოღებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს" მიწასთან ასწორებს. არგუმენტად მოჰყავს ის, რომ რა სიწმინდეზეა საუბარი: ოჯახები ინგრევა, მშობლები ნომერ ერთი - ემიგრაციაში მიდიან, მშობლები ნომერ ორი - გულაობენ და ა.შ.
ეს დღე ვერც მისთვის იქნება სიწმინდის სიმბოლო, მაგრამ ამ ბოღმით დანარჩენებს რას გვერჩის? აი იმათ, ვისაც „წარმოუდგენელი" რამ შეემთხვა ცხოვრებაში: ერთადერთი ქალბატონის მიმართ სიყვარული?
იმათ რას გვერჩის, ვისთვისაც ეს დღე ფასეულია, ვისზეც ვერც ერთი (!) სხვა ქალბატონი საყვარელი მეუღლის გარდა, „შავNOდარასაც" ვერ მიუტანს ამბავს - ამის საოჯახო სარეცელში მეც ნამყოფი ვარ? იმათ რას ერჩის, ვინც საკუთარ შვილებს მრუშობასა და სიძვის მიღმა გადარჩენაზე ზრუნვით ზრდის, ხოლო შვილიშვილებს - ბალღობიდან იესო ტკბილის მონასტრისა და სეფისკვერის მიმართ სიყვარულს უნერგავს?
თუ მას ჰგონია, რომ ამ „გაუნათლებელი" ადამიანის ეპოქაში, რომელიც მან რეალურად შექმნა საქართველოში (და ამის გამო ებრძვიან გაშმაგებულად გარე თუ შინაური ჭინკები) ასეთი ადამიანები, თუ მათი ოჯახები არ არსებობენ, სადაც სხვა ბუნებრივ პრობლემებზე მაღლა სიწმინდე სუფევს, მინდა დავუმსხვრიო ამაშიც გაუკუღმართებული წარმოდგენები: ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ! ჰოპლა! ჩვენ - ვარსებობთ! ვისაც არ გჯერათ - გაგვატარეთ!" - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიზნესმენი გია ბუაძე: არ ყოფილიყო ბიძინა, როგორი ანშლაგები იქნებოდა გაყინულ დარბაზში, დავინახავდი
დავით ქართველიშვილი: "მეათერთმეტე" ჟამს მხოლოდ რწმენისკენ მოსულებს აჯილდოვებს უფალი ისევე, როგორც თავიდანვე რწმენაში მყოფთ. ხოლო "მეათერთმეტე" ჟამის ევროპარლამენტარებზე ეს ფორმულა არ მუშაობს
მამუკა არეშიძე: გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია
დავით ქართველიშვილი: გუშინ თბილისში იყო EU-2030-ის პრეზენტაცია, როდესაც ევროკავშირი გამოვა გ.ო.პ.-ნიკების მძევლობიდან და ღირსი გახდება თავისუფალი, ტრადიციული და სუვერენული ახალი ორგანიზმების მისაღებად
სოსო არჩვაძე: ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ხაზს უსვამს საქართველოს ენდოგენური პოტენციალის ამაღლებას, რაც დიდწილად მიღწეულია ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის სასურველი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებით
არქივი