თამთა მეგრელიშვილი: ბლინკენის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს. ეს ბრძანება დირექტივაა მსოფლიოსთვის, რომელიც ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 06 მარტი 2024, 12:55

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორებიცაა: „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“. ბლინკენის ეს ბრძანება არის დირექტივა მსოფლიოსთვის, რომელიც ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება. ეს დირექტივა მოაღწევს ჩვენამდეც და ამას ქართველი ლიბერალებიც აიტაცებენ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ამგვარ უზნეობას და უფლებების სახელით უმრავლესობის უუფლებობას არ დაუშვებს სახელისუფლებო გუნდი.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ის მზადაა მიიღოს ამორალურობის პროპაგანდის შესაჩერებლად სამართლებრივი ზომები.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორებიცაა: „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“. ბრძანებაში ნათქვამია, რომ „გენდერი“ სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს.

ბლინკენის ეს ბრძანება არის დირექტივა მსოფლიოსთვის, რომელიც ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება. ეს დირექტივა მოაღწევს ჩვენამდეც და ამას ქართველი ლიბერალებიც აიტაცებენ, სწორედ ამიტომაა აუცილებელი ამ საფრთხეებზე საზოგადოებასთან ღია საუბარი და ქმედითი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.

მარაზმია საუბარი იმაზეც, რომ ახალდაბადებული ჩვილები დედის რძის მაგივრად მამაკაცის რძეზე გაზარდონ (რასაც უკვე ბრიტანეთში აკანონებენ).

ეს მცდელობა, შეცვალონ უფლის მიერ დადგენილი კანონზომიერება, არის სოციალური სიგიჟე.

ეს არის ხელოვნურად შექმნილი რეალობა, სადაც ბავშვების უფლებებისთვის ადგილი არ რჩება.

საქართველოში ამგვარ უზნეობას და უფლებების სახელით უმრავლესობის უუფლებობას არ დაუშვებს სახელისუფლებო გუნდი.

სწორედ ამიტომ, ის მზადაა მიიღოს ამორალურობის პროპაგანდის შესაჩერებლად სამართლებრივი ზომები.

მინაწერი: ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მდუმარება ხაზგასმაა იმაზე, რომ ისინი მხარს უჭერენ ამორალურობის პროპაგანდას და აქაც, ამ

ბრძოლაში, ხალხის გვერდით არ დგანან.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიზნესმენი გია ბუაძე: არ ყოფილიყო ბიძინა, როგორი ანშლაგები იქნებოდა გაყინულ დარბაზში, დავინახავდი
დავით ქართველიშვილი: "მეათერთმეტე" ჟამს მხოლოდ რწმენისკენ მოსულებს აჯილდოვებს უფალი ისევე, როგორც თავიდანვე რწმენაში მყოფთ. ხოლო "მეათერთმეტე" ჟამის ევროპარლამენტარებზე ეს ფორმულა არ მუშაობს
მამუკა არეშიძე: გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია
დავით ქართველიშვილი: გუშინ თბილისში იყო EU-2030-ის პრეზენტაცია, როდესაც ევროკავშირი გამოვა გ.ო.პ.-ნიკების მძევლობიდან და ღირსი გახდება თავისუფალი, ტრადიციული და სუვერენული ახალი ორგანიზმების მისაღებად
სოსო არჩვაძე: ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ხაზს უსვამს საქართველოს ენდოგენური პოტენციალის ამაღლებას, რაც დიდწილად მიღწეულია ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის სასურველი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებით
არქივი