თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: დღეიდან ამ მოღალატეების მიერ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპაში ინტეგრაციაზე საუბარი მხოლოდ ლიტონი სიტყვებია და საარჩევნოდ ამომრჩეველთა სატყუარაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 20 მარტი 2024, 13:58

„დღეიდან ფაქტობრივი მაგალითით უკვე დასაბუთებულად - იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეებს: ვაშაძეს, წითლიძეს, კორძაიასა და ბოტკოველს, რომლებმაც ევრონესტში მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების" რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, დღეიდან ამ მოღალატეების მიერ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპაში ინტეგრაციაზე საუბარი მხოლოდ ლიტონი სიტყვებია და საარჩევნოდ ამომრჩეველთა სატყუარაა და მათ რუსული საქმის მკეთებელ უახლესი ისტორიის მოღალატეებს უწოდებს.

„დღეიდან ფაქტობრივი მაგალითით უკვე დასაბუთებულად - იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეებს: ვაშაძეს, წითლიძეს, კორძაიასა და ბოტკოველს, რომლებმაც ევრონესტში მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების" რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.
დღეიდან ამ მოღალატეების მიერ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ევროპაში ინტეგრაციაზე საუბარი მხოლოდ ლიტონი სიტყვებია და საარჩევნოდ ამომრჩეველთა სატყუარაა.
ეს ის პოლიტიკოსები არიან რომლებმაც ამომრჩეველთა მიერ მათთვის განსაზღვრული ნდობის მანდატი მათ თავზე გადაახიეს (არაფრად ჩააგდეს რა ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებული ევროინტეგრაციის მიზანი და პრინციპი).
იცნობდეთ რეალურად რუსული საქმის მკეთებელ უახლესი ისტორიის მოღალატეებს!.“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
გია აბაშიძე: როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება!
დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს - ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
არქივი