დავით ქართველიშვილი: საქართველოში უნდა გასამართლდეს ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიაზე აგებული ნაცმოძრაობის რეჟიმი, რის გარეშეც ქვეყნის სამომავლო წინსვლას, მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარების პერსპექტივებს ხორცშესხმა არ უწერია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 21 მარტი 2024, 10:35
რას ეფუძნება „ხალხის ძალის" პრინციპები, რომელზეც იყო და იქნება აგებული პარტიის ანგარიშგება ქვეყნის საზოგადოების ჯანსაღ უმრავლესობასთან - ამ თემაზე სოციალური ქსელით, პარტიის წევრი დავით ქართველიშვილი პოსტს აქვეყნებს. 
მისი თქმით, „ხალხის ძალის" დასაცავი ძირითადი ეროვნული ფასეულობებია: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.
„მას შემდეგ, რაც ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა ბუნებრივად ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტიის ფორმატში, გაჩნდა მრავალი კითხვა, რომელზეც ეტაპობრივად, აუცილებლად გაეცემა გულწრფელი პასუხი. მაგალითად, რას ეფუძნება „ხალხის ძალის" ის მარტივი და ანბანური პრინციპები, რომელზეც იყო და იქნება აგებული ჩვენი შემდგომი ანგარიშგება ქვეყნის საზოგადოების ჯანსაღ უმრავლესობასთან:

საქართველო წარმოადგენს მსოფლიოს ისტორიული მნიშვნელობის ქვეყანა-ცივილიზაციას; საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს კონსერვატიული საზოგადოება; საქართველოს გადარჩენისა და განვითარების წარმატების ფორმულა, ახალი, მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების პირობებში, მისი კუთვნილი ადგილის ძიებაშია.

პარტია "ხალხის ძალის" დასაცავი ძირითადი ეროვნული ფასეულობებია: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. 

„ხალხის ძალის" იდეოლოგიამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ერთიან სამართლებრივ სივრცეში აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნების მშვიდობიან პროცესებს.

„ხალხის ძალის" მაქსიმას წარმოადგენს ერი, როგორც ერთიანი დიდი ოჯახი. ეს არის ერთობლივი საქმის კეთების იდეოლოგია საზოგადოების საერთო კეთილდღეობისათვის. 

„ხალხის ძალა" ეფუძნება სამართლიანობის იდეოლოგიას, მიმართულს ერის გამთლიანების, მისი ინტერესების, მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, მორალური სტანდარტების შენარჩუნების გზით.
 
„ხალხის ძალის" იდეოლოგია ითვალისწინებს საზოგადოების იდენტობის განუხრელ დაცვას. მის უმაღლეს პრინციპებს განეკუთვნება ტრადიციული, სარწმუნოებრივი და ოჯახური ფასეულობების დაცვა. 

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აყვანილია ახალგაზრდული პატრიოტული პროგრამების შემუშავება, პირველ რიგში მოზარდებში  ნარკომანიასთან, ლუდომანიასთან და დამნაშავეობასთან ბრძოლის კუთხით. 
საგანმანათლებლო დარგში ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების სფეროს რეფორმირება, მათ შორის: თანამედროვე განათლების სისტემაში ეთიკური საწყისების, სამყაროს შექმნის ბიბლიური ისტორიისა და ტრადიციული ფასეულობების სწავლების დაბრუნების გზით.

საქართველოში უნდა გასამართლდეს ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიაზე აგებული ნაცმოძრაობის რეჟიმი, რის გარეშეც ქვეყნის სამომავლო წინსვლას, მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარების პერსპექტივებს ხორცშესხმა არ უწერია. 

საქართველოში სქესობრივი მრავალფეროვნების გენდერულ თეორიებთან, გენდერულ კვოტებთან და "ლგბტ" პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა იქნას აყვანილი საკანონმდებლო დონეზე.

სისხლის სამართლის კოდექსში "სახელმწიფო ღალატის" მუხლის დაბრუნება, არსებული კანონმდებლობის დახვეწა ცილისწამებასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. 

აღმასრულებელი ხელისუფლების იძულება საბაზრო მექანიზმების გამარტივების, თავისუფალი კონკურენციის სივრცის შექმნის, ბიზნესის გააქტიურების სტიმულირების გზით, საზოგადოების კეთილდღეობის მისაღწევად, პრინციპით: "ადამიანის პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის პირობებში," - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა გეგეჭკორი: ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
გია აბაშიძე: როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება!
დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს - ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება
არქივი