დავით ქართველიშვილი ვეტინგის სისტემაზე: საქართველოში სასამართლო სისტემის საერთაშორისო „აქციონერთა დახურულ საზოგადოებად" და ფულის მჭრელ მანქანად გადაქცევას ადგილი არ ექნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 24 მარტი 2024, 18:33
უკრაინაში „ვეტინგმა" და საერთაშორისო აქტორების ჩართულობამ გაზარდა კორუფციონერი მოსამართლეების დანაშაულებრივი მადა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და კიდევ ერთხელ აფიქსირებს ამ სისტემისადმი მის ნეგატიურ დამოკიდებულებას, რასაც  მორიგი არგუმენტით ასაბუთებს. დავით ქართველიშვილს უკრაინაში სწორედ ვეტინგის სისტემის დანერგვის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე გამარჯვებული ვსევოლოდ კნიაზევის შემთხვევა მოჰყავს, რომელსაც მისი სასამართლოს რიგ მოსამართლესთან ერთად, ბრალი წაუყენეს მასშტაბურ კორუფციაში. 

„2021 წლის ივნისის ბოლოს უკრაინის რადამ მიიღო კანონი ე.წ. „ვეტინგის" შესახებ და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყო ქვეყნის სასამართლო კორპუსის „ქასთინგი", სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე გაიმარჯვა ვსევოლოდ კნიაზევმა და იმავე წლის ნოემბრიდან დაიკავა აღნიშნული თანამდებობა. სულ რაღაც წელიწადნახევარში (2023 წლის მაისში), უკრაინაში გაგანია ომის დროს, ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ ვსევოლოდ კნიაზევს და მისი სასამართლოს რიგ მოსამართლეს ბრალი წაუყენეს მასშტაბურ კორუფციაში. მხოლოდ ერთ ეპიზოდში, კნიაზევს ქრთამის სახით აღებული ჰქონია 2,7 მილიონი დოლარი, თუმცა საბოლოო ჯამში გამოძიება გავიდა კიდევ უფრო კოლოსალურ თანხაზე. „ვეტინგის" სისტემის შემოღებამდე, უკრაინის სასამართლო სისტემას მსგავსი მასშტაბის კორუფცია არ ახსოვს. აქედან გამომდინარე, საფუძველმოკლებული არ არის ვივარაუდოთ, რომ სწორედ „ვეტინგმა" და საერთაშორისო აქტორების ჩართულობამ გაზარდა კორუფციონერი მოსამართლეების დანაშაულებრივი მადა. საქართველოში სასამართლო სისტემის საერთაშორისო „აქციონერთა დახურულ საზოგადოებად" და ფულის მჭრელ მანქანად გადაქცევას ადგილი არ ექნება. გამორიცხულია," - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა გეგეჭკორი: ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
გია აბაშიძე: როცა ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას შიგნიდან და გარედან თავს ესხმიან, უნდა შეიგონო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდება, რომ ჩვენი პრიორიტეტია წმინდა ილია მართლის სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება!
დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს - ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება
არქივი