ლევან თევზაძე: საიას ხელმძღვანელი აცხადებდა, ჩვენი ფინანსები გამჭვირვალე თუ გახდება, ჩვენი რეპუტაცია შეილახებაო, ნეტა რატომ?! ოჰ, ეს ორმაგი სტანდარტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 05 აპრილი 2024, 18:03

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე ეხმიანება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 4 მოსამართლის მოთხოვნით, სასამართლომ შეაჩერა მათ მიერ წარდგენილი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების მონიტორინგის პროცესი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ რამდენიმე დღის უკან გამოფინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ხელფასები, თურმე რა მაღალი ხელფასები აქვთო, მაგრამ მიზანი უფრო სხვა იყო: ნეგატიური განწყობა შეექმნათ სასამართლოს მიმართ საზოგადოების იმ წევრების მხრიდან, ვისაც დაბალი და საშუალო ანაზღაურება აქვთ.

მერე თვითონვე გაიხლართნენ ამ „ნიუსში“, რადგან თუ მაღალი ხელფასი და ანაზღაურებაა, კორუფციის რისკი დაბალია მაგ დროს. ვფიქრობ, მათი სურვილით უმჯობესია დღეს მოქმედ მოსამართლეებს დაბალი ანაზღაურება ჰქონდეთ, კორუფციის რისკიც მეტი იყოს და უკეთ მიაღწიონ საწადელს… ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამას წინ აცხადებდა, ჩვენი ფინანსები გამჭვირვალე თუ გახდება, ჩვენი რეპუტაცია შეილახებაო, ნეტა რატომ?! ოჰ ეს ორმაგი სტანდარტები….“, - წერს ლევან თევზაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ჯანელიძე - შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი - ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ მოატყუებთ სხვას
დიტო სამხარაძე-აქციის დასრულების შემდეგ, დარბაისელმა ბაბუამ მითხრა, მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბატონი ბიძინას დამსახურებააო-ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა გუშინდელი დღე
დიმიტრი ხუნდაძე გიორგი ვაშაძეზე: ეს ის ადამიანია, წინა საპარლამენტო არჩევნებში 1% რომ აიღო. ორიანიც ვერ მიიღო და საკუთარ აქციაზე მოქალაქეებმა ტრიბუნიდან რომ ჩამოაგდეს
თამარ ჩიბურდანიძე: საპარლამენტო არჩევნებმა ქუჩაში გადმოინაცვლა და ყველასათვის ნათელი გახადა მოსალოდნელი შედეგები. მარცხისთვის განწირული ოპოზიცია მეტ არეულობას შეეცდება
ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილის პროვოკაციულ მიმართვას ჯარის პოლიტიზების სახიფათო და დაუშვებელი სურვილი ახლავს
არქივი