შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა - ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 06 აპრილი 2024, 16:15

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

მისი განცხადებით, ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

,,საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ჯანელიძე - შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი - ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ მოატყუებთ სხვას
დიტო სამხარაძე-აქციის დასრულების შემდეგ, დარბაისელმა ბაბუამ მითხრა, მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბატონი ბიძინას დამსახურებააო-ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა გუშინდელი დღე
დიმიტრი ხუნდაძე გიორგი ვაშაძეზე: ეს ის ადამიანია, წინა საპარლამენტო არჩევნებში 1% რომ აიღო. ორიანიც ვერ მიიღო და საკუთარ აქციაზე მოქალაქეებმა ტრიბუნიდან რომ ჩამოაგდეს
თამარ ჩიბურდანიძე: საპარლამენტო არჩევნებმა ქუჩაში გადმოინაცვლა და ყველასათვის ნათელი გახადა მოსალოდნელი შედეგები. მარცხისთვის განწირული ოპოზიცია მეტ არეულობას შეეცდება
ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილის პროვოკაციულ მიმართვას ჯარის პოლიტიზების სახიფათო და დაუშვებელი სურვილი ახლავს
არქივი