228
12 მარტი 2024, 19:26
რუსული სახელმწიფო კორპორაციის, Rosatom-ის ხელმძღვანელი ალექსეი ლიხაჩევი ბუდაპეშტში ჩავიდა ზუსტად 25 წლის შემდეგ, რაც უნგრეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა. შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გაავრცელა.
სიიარტომ ატომური ელექტროსადგურ „პაკს II“-ის პროექტზე ისაუბრა, რომელსაც Rosatom-ი აშენებს.
პრესკონფერენციაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ „პირველი ბეტონი 2024 წლის ბოლოსთვის დაიდება“. სიიარტოს თქმით, ატომური ელექტროსადგურის გაფართოებაზე მუშაობა სტაბილურად მიმდინარეობს.
„პაკსი“ უნგრეთში ერთადერთი ატომური ელექტროსადგურია, რომლის ექსპლუატაციის ვადა 2030 წლამდე გაგრძელდა. მიღებული ენერგეტიკული სტრატეგიის მიხედვით, ბუდაპეშტს სურს, რომ მომავალში ბირთვული ენერგიის გამომუშავება გაზარდოს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |