საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად ბეტინა ბუღანი დაინიშნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 26 მარტი 2024, 22:28

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად ბეტინა ბუღანი დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით ბუღანი აღნიშნულ თანამდებობას 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს.

აღინიშნება, რომ ბუღანის აქამდე მაღალი თანამდებობა ეკავა გაეროში, საფრანგეთის ჟანდარმერიაში და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბუღანი დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი