ზაალ ანჯაფარიძე: საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 28 მარტი 2024, 12:41

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც წარმოებაში არ მიიღო ნიკა გვარამიას სარჩელი და აღნიშნავს, რომ თავად გვარამიას რეაქცია აჩვენებს, რომ ის „დროებით მაინც გათავისუფლდა იმ ფსიქიკური პრობლემებისგან, რასაც აბრალებდა მის არაადეკვატურ და აგრესიულ გამოხდომებს“.

ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობა. ამასთან, ექსპერტის თქმით, აღნიშნული ფაქტი მეტყველებს ვეტინგის თემის ხელოვნურად გააქტიურებაზე.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, არ მიეღო განსახილველად გვარამიას სარჩელი, თავად გვარამიას რეაქცია აჩვენებს, რომ ის დროებით მაინც გათავისუფლდა იმ ფსიქიკური პრობლემებისგან, რასაც აბრალებდა მის არაადეკვატურ და აგრესიულ გამოხდომებს. თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც - ჩვენი სასამართლოს ვერდიქტის სამართლიანობის და მართებულობის აღიარება. და სწორედ ის რომ 2012 წლიდან მოყოლებული, სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, ისევე როგორც განსახილველად მიღებულთა რაოდენობამ, მეტყველებს კიდევ ერთ რამეზე ე.წ. ვეტინგის ხელოვნურად აჟიტირებაზე და რომლის მიზანიც, ამას უკვე ყველა ხვდება, ცალ ფეხზე მდგომთა კლანის მიერ სასამართლოზე კონტროლის სურვილია“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე: შეგიძლიათ მოიფიქროთ ლოზუნგები, მაგრამ ილიასეულ ტრიადას ვერ შეცვლით და ვერ ჩაანაცვლებთ
ევროპარლამენტარი კატარინა როთ ნევედალოვა: ევროკავშირი არაა მართალი, როცა გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებს, რადგან ჩვენ მსგავსი ინიციატივის მიღებას ვგეგმავთ ევროკავშირში
ევროპარლამენტარი კატარინა როთ ნევედალოვა: ევროკავშირში ახლა ძალიან პოპულარული გახდა, რომ რუსული ან პრორუსული უწოდონ რაღაცას ან ვიღაცას, ვინც ან რაც არ მოსწონთ
დავით მათიკაშვილი: ველოდებით, რომ მაგარი ქართველები, სვანეთში რომ ცხოვრობენ, მხარს დაუჭერენ ცვლილებებს, რაც ლგბტ პროპაგანდისგან დაიცავს ჩვენს საზოგადოებას
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია კონსტიტუციურ კანონპროექტებს დღეს მესტიაში განიხილავს
არქივი