ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პოსტს ძვირადღირებულ ავიაფრენებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ტოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 28 მარტი 2024, 17:29

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა თავისი გადადგომის შესახებ 28 მარტს პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მომლოდინე ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ მოკლე კომენტარში, კარინშმა აღნიშნა, რომ თანამდებობას 10 აპრილს დატოვებს, რათა 11 აპრილს სეიმმა მის შემცვლელს უყაროს კენჭი. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან მეტი არაფერი თქვა და მედიის წარმომადგენლებს მალევე გაეცალა.

კარინშს, დიდი ხნის განმავლობაში, ლატვიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კი 2023 წლის სექტემბერში ჩაიბარა. ბოლო თვეებში ის სკანდალში გაეხვა და ამის მიზეზი, მთავრობის მეთაურობის პერიოდში, ძვირადღირებული ავიაფრენებით სარგებლობა გახდა.

მართალია, დეკემბერში ის ამტკიცებდა, რომ ამის გამო არ გადადგებოდა, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა და მას შემდეგ, რაც გასულ კვირას გაირკვა, რომ გენერალურმა პროკურატურამ, სახელმწიფო სახსრების შესაძლო გაფლანგვასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, კარინშმა გადადგომა საბოლოოდ გადაწყვიტა. თუმცა, ამ ეტაპზე იმის ნიშნები არ არსებობს, რომ ყოფილ პრემიერსა და ჯერ კიდევ მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს შეიძლება ბრალი წაუყენონ.

პრემიერობის ოთხი წლის განმავლობაში, კრიშიანის კარინში, კერძო თვითმფრინავებით, 36-ჯერ იმყოფებოდა ვიზიტით უცხოეთში, რაზედაც 1,3 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა. აქედან 600 ათას ევროზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 700 ათას ევროზე მეტი - ევროკავშირის მიერ დაიფარა. მან რამდენჯერმე ისარგებლა ძვირადღირებული ფრენებით, რათა საშუალება ჰქონოდა, ლატვიაში დასვენების დღეების დადგომამდე, პარასკევს საღამოს დაბრუნებულიყო. კარინშმა ეს ლატვიაში მისი ყოფნის საჭიროებით და დროის ეფექტურად გამოყენების სურვილით ახსნა.

მისი გადადგომა, სავარაუდოდ, ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების კარინშის მიერ გაცხადებულ სურვილსაც დაამსხვრევს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ბოლერო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: ქვეყანაში, რომელიც აშენებს თანამედროვე დემოკრატიულ და სამართლის პრინციპებზე დამყარებულ სახელმწიფოს, გამჭვირვალობის უმაღლესი ხარისხი უნდა არსებობდეს
გიორგი ვოლსკი: სენატორებმა არ იციან, რომ ოთხი სასამართლო მოვუგეთ რუსეთს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილ საჩივარს მოვაწერეთ ხელი
ირანმა და ჩინეთმა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს
თეოლოგი საპატრიარქოს განცხადებაზე: აქ ეკლესიამ საკუთარი აზრი კიდევ ერთხელ გამოთქვა
ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით გავიგებთ ვინ დააფინანსა, ისევ გიული ალასანიამ, თუ გვარამიაც შეეხიდა
არქივი