გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ჩვენ კარიდან გავაგდეთ, ახლა ლამობენ, რომ „ვეტინგის“ საშუალებით ფანჯრიდან გადმოგვიძვრნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 28 მარტი 2024, 18:17
ადამიანები, რომლებიც ჩვენ კარიდან გავაგდეთ, ახლა ლამობენ, რომ „ვეტინგის“ საშუალებით ფანჯრიდან გადმოგვიძვრნენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში ე.წ. ვეტინგზე საუბრისას განაცხადა.

ცაგარეიშვილმა ასევე შეაფასა სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ახალი ინდექსი (Government attacks on judiciary), რომლის მიხედვითაც 2012 წელთან შედარებით საქართველომ 11 წელიწადში სარეიტინგო პოზიცია 69 ადგილით გააუმჯობესა.

„ეს მაშინდელი ციფრებია, როცა გვარამია, ბოკერია და სხვები, ავაზაკების დიდი გუნდი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან დაწყებული, იუსტიციის მინისტრობით დამთავრებული, საცეცეებს რომ ავრცელებდა მთელ სასამართლო სისტემაზე, და ადეიშვილის დაკრულზე რომ ცეკვავდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ლევან ბეჟაშვილის თავჯმდომარეობის დროს. ეს ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ თვითმხილველი ვიყავი იმ უბედურებისა. გახსოვთ, როგორი სამართალი იყო მაშინ გავრცელებული. ჩვენ მაშინდელ ოპოზიციაში მას სატელეფონო სამართალი დავარქვით. როცა მოსამართლეებს სხდომათა დარბაზში პირდაპირ უკავშირდებოდნენ სპეცსამსახურებიდან და მობილური ტელეფონის მეშვეობით აძლევდნენ მითითებებს. გახსოვთ თქვენ სანდრო გირგვლიანის მკვლელებთან დაკავშირებით გამართული პროცესი, როცა პირდაპირ სხდომათა დარბაზში ურეკავდნენ მოსამართლეს ადეიშვილის ხელის ბიჭები თუ გოგოები.

ის წარმატებები და რეიტინგები, რაც ჩვენ გვაქვს, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ თუნდაც ელჩ ჰერჩინსკის, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ან ევროპარლამენტარებს. ეს კვლევები მარტო ჩვენთვის არის გამოქვეყნებული? დიპლომატიური მისიები, საერთაშორისო წარმომადგენლობები საქართველოში, ევროპარლამენტარები, ჩვენი ამერიკელი მეგობრები ამ კვლევებს არ ეცნობიან? ამას ელჩი ჰერჩინსკი არ კითხულობს? და თუ კითხულობს, რომელ „ვეტინგზე“ და კეთილსინდისიერების გადამოწმებაზეა საუბარი? ვინ და რა მეთოდებით უნდა გააკეთოს ეს? მე გეტყვით, ეს რისთვის კეთდება. ადამიანები, რომლებიც ჩვენ კარიდან გავაგდეთ, ახლა ლამობენ, რომ „ვეტინგის“ საშუალებით ფანჯრიდან გადმოგვიძვრნენ. მე არავის ვეფარები, არავის ჩემი გადასაფარებელი არ სჭირს და მე არ ვაპირებ, რომელიმე მოსამართლეს გადავეფარო. მოსამართლის კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს მის მიერ განსჯილი საქმეები. რომელიმე ჩემი პოლიტიკური ოპონენტი ერთ საქმეს მაინც თუ შემახსენებს, როცა მე ან სხვა რომელიმე ჩემი კოლეგა, მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრი ზეწოლას ახდენდა მოსამართლეებზე? ამიტომ ეს ყურით მოთრეული „ვეტინგის“ თემები, იუსტიციის საბჭოზე ტოტალური კონტროლის დამყარება აღარ გამოვა. ეს აღარ არის 2012 წლამდე საქართველო - დასრულდა ეს ამბავი და აღარ დაბრუნდება. გაიგონ ეს როგორც ჩვენმა ოპონენტებმა, ასევე მათ გულშემატკივრებმა ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია. სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი (Government attacks on judiciary) დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) გამოაქვეყნა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი: ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება - ეს ევროპა კი არ არის, ეს დაცილებულია ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს
„არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია: შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, ჩემი ღრმა რწმენით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალეობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში
მეუფე იაკობი - რას ემსახურება ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია? უნდა მოხდეს, რომ ფაქტობრივად ისევ რუსეთს გადაგვცეს, კიდევ ერთხელ გაგვყიდეს, ისევე, როგორც 22-ში, ისევე როგორც მანამდე
ჯო ბაიდენი - დიახ, ასაკი არის აქტუალური საკითხი – მე, ზრდასრული კაცი კენჭს ვიყრი ექვსი წლის ბავშვის წინააღმდეგ
ქართველი მეღვინეები მთავრობას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის მისაღებად მხარდაჭერას უცხადებენ
არქივი