გურამ მაჭარაშვილი: ვინც ახალისებს ელისაშვილის მოქმედებას, ზუსტად ის არის წამახალისებელი ქვეყანაში არეულობის, რადიკალიზმის, რევოლუციური სცენარების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 16 აპრილი 2024, 12:25
„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„ვინც ახლა ახალისებს ელისაშვილის ამ მოქმედებას, ზუსტად ის არის წამახალისებელი ქვეყანაში არეულობის, რადიკალიზმის, რევოლუციური სცენარების. ამას ვამბობთ ზუსტად, რომ არასამთავრობო სექტორი, რომელიც გუშინ გაჩუმებული იყო, ხმა არ ამოუღიათ ელისაშვილის უმსგავსო საქციელზე. კლასიკური მაგალითი იყო მათი დუმილი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე (სრულად)
ბიძინა ივანიშვილი - გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი
ბიძინა ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით
არქივი