ალექსანდრე ტაბატაძე თურქეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 16 აპრილი 2024, 13:59

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო ურთიერთობების განმტკიცების საკითხებზე იმსჯელეს.

„თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განვიხილეთ და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებებზე ვისაუბრეთ. უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ თუ რამდენად აუცილებელია რეგიონში მშვიდობიანი გარემოს არსებობა და ამ კუთხით ჩვენი ქვეყნების ჩართულობის მნიშვნელობა. ქართული მხარე მზადაა კიდევ უფრო გააძლიეროს და გაამყაროს თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ლოგისტიკის, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და ერთობლივი სამხედრო სწავლებების ფორმატში არსებობს. თურქეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და მისი როლი და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობისას ყურადღება კომიტეტებს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილეს. აღინიშნა, რომ საპარლამენტო დელეგაციების ორმხრივი ვიზიტი და შეხვედრები თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

დელეგაციასთან შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და პარლამენტის წევრები ანზორ ბოლქვაძე და რესან კონცელიძე დაესწრნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე (სრულად)
ბიძინა ივანიშვილი - გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი
ბიძინა ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით
არქივი