მამუკა მდინარაძე: დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე, ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ ახალგაზრდები პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ, გუშინ რაციებით დადიოდნენ ეს ბიჭები და ვერ აიყოლიეს ხალხი პროვოკაციაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 16 აპრილი 2024, 18:55

ერთი მხრივ არის დიმიტრი ჩიქოვანი, ვინც „ფრანკლინის კლუბთან“ არის დაკავშირებული და მეორე მხრივ არის „მომავლის თაობიდან“ - ალექსანდრე ზიბზიბაძე. ეს ორი ადამიანი მეთაურობს ამას, რომ ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ კანონს, პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ. გუშინ რაციებით დადიოდნენ ეს ბიჭები, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ვერ აიყოლიეს ხალხი პროვოკაციაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შარშან ედო დიტო სამხარაძეს პოსტი და წელს მიაგნო ამას POSTV-მ. ვინმე ჩიქოვანმაო თქვა ორი რაღაც: ერთი - აგინებდა ახალგაზრდებს, სანამ 1000 ლარს არ გადავუხდი, განცხადება ვერ გავაკეთებინეო. მეორე - ის ბავშვი გაპიარებული იყო და დავაგვიანეთო. ამოიღეთ, იმ ახალგაზრდას მოატანინეთ, მართლა ჩაურიცხა თუ არა 1000 ლარი და გაირკვევა ყველაფერი, დავამთავროთ ამით. ორი რაღაც თქვა იმ კაცმაო, ინფორმაცია იყო: ერთი - 1000 ლარი ჩავურიცხე და აგინა ჩხობაძესო და მეორე - რაღაც იგეგმებოდა და გაპიარებული იყო ის ბავშვიო. ამოაღებინეთ იმ ჩხობაძეს მაგ დღის ამონაწერი და თუ არ აქვს ჩარიცხული 1000 ლარი, ესე იგი რაღაც სიცრუესთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე (სრულად)
ბიძინა ივანიშვილი - გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი
ბიძინა ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით
არქივი