მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: შარშანწინ დავდექით ორ ფეხზე, ოცდაშვიდმა ქვეყანამ მოგვთხოვა და თქვენი ლიდერი, კორუმპირებული და სისხლიანი ჯალათი არ გავათავისუფლეთ, მყარად დავდექით და დღეს არც ერთი ქვეყანა აღარ გვთხოვს ამას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 16 აპრილი 2024, 18:57

ახლა დღეს გვეუბნებიან ეს კანონი გაიწვიეთო, არ გავიწვევთ იმიტომ რომ ქართულია და ქართველ ხალხს უნდა ასე და მერე ოცდაშვიდივე ქვეყანა იქნება იგივე აზრზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს არ უნდოდა სააკაშვილის გათავისუფლება, იმიტომ რომ სისხლიანი რეჟიმის ავტორია.

„შარშანწინ ოცდაშვიდმა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო. არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ და იყო ტყუილი. მერე ყველამ თქვა არა, არ კვდებაო. ახლა აღარც ერთი ქვეყანა აღარ ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას. ეს იყო, კვდებაო დემარში იყო ელჩების მხრიდან და 27-ვე ქვეყანამ თქვა, გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილიო. ქართველ ხალხს არ უნდოდა სააკაშვილის გათავისუფლება, იმიტომ რომ არის სისხლიანი რეჟიმის, თქვენი რეჟიმის ავტორი, აქედან გამომდინარე, შარშანწინ დავდექით ორ ფეხზე, ოცდაშვიდმა ქვეყანამ მოგვთხოვა და თქვენი ლიდერი, კორუმპირებული და სისხლიანი ჯალათი არ გავათავისუფლეთ, მყარად დავდექით და დღეს არც ერთი ქვეყანა აღარ გვთხოვს ამას. ახლა დღეს გვეუბნებიან ეს კანონი გაიწვიეთო, არ გავიწვევთ იმიტომ რომ ქართულია და ქართველ ხალხს უნდა ასე და მერე ოცდაშვიდივე ქვეყანა იქნება იგივე აზრზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ
ირაკლი ღარიბაშვილი: უნიკალური ქართული გამოცდილების არსია, რომ პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერის თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს, იცოდეს ყველამ, საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
არქივი