რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციაში ერთადერთი დამნაშავე ბენიამინ ნეთანიაჰუა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 16 აპრილი 2024, 21:29

ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციაში ერთადერთი დამნაშავე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  განაცხადა.

„ისრაელი ცდილობს რეგიონული კონფლიქტის პროვოცირებას და მისი თავდასხმა დამასკოში, ირანის საელჩოზე ბოლო წვეთი იყო“, – აღნიშნა ერდოღანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ახალი რეგიონული კონფლიქტები შესაძლებელია გაგრძელდეს, ვიდრე ღაზაში „სისასტიკე და გენოციდი“ გაგრძელდება.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დასავლეთი იმის გამო, რომ მათ დაგმეს ირანის თავდასხმა ისრაელზე, მაგრამ არ დაუგმიათ ისრაელის თავდასხმა ირანის საელჩოზე.

ცნობისთვის, ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციას ირანში „ჭეშმარიტი პასუხი“  უწოდეს, როგორც თეირანᲨი აცხადებენ, 13 აპრილის იერიში იყო ირანის პასუხი პირველ აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმაზე, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე (სრულად)
ბიძინა ივანიშვილი - გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი
ბიძინა ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით
არქივი