ირაკლი კობახიძე ოპოზიციური არხის ჟურნალისტს: გუშინ არ მომხდარა არავითარი დარბევა. დარბევა როდის იყო იცით? როდესაც თქვენმა პარტიამ რამდენიმე ცხედარი განათავსა ჯიხურების თავზე, აი, ეს იყო დარბევა - 26 მაისი, 2011 წელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 17 აპრილი 2024, 18:36

სიტყვა დარბევა არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც დღეს თქვით, გუშინ არ მომხდარა არავითარი დარბევა. დარბევა როდის იყო იცით? როდესაც თქვენმა პარტიამ რამდენიმე ცხედარი განათავსა ჯიხურების თავზე, აი, ეს იყო დარბევა - 26 მაისი, 2011 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თქვენ როგორ უნდა გამოხვიდეთ ამის შემდეგ ტელევიზიაში, როცა ემსახურებით ამ პარტიის ტელევიზიას?! რა მორალური უფლება გაქვთ, რომ საზოგადოებას ესაუბროთ, როცა ხართ ამ პარტიული, ამ პოლიტიკური პარტიის ტელევიზიის ერთ-ერთი მსახური. რა მორალური უფლება გაქვთ?! ამიტომ ნუ სვამთ ისეთ კითხვებს მორალზე, რომლის დასმის უფლებაც თქვენ უბრალოდ არ გაქვთ.

რაც შეხება ჩემს მორალურ პასუხისმგებლობას, პირველი - კანონი, რომელიც არის ამჟამად მიღების პროცესში, არის თავიდან ბოლომდე თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან. ვერავინ მოიყვანა და ვერც თქვენ მოიტანეთ საპირისპირო არგუმენტები“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი 200 ათასი თანამოქალაქე შეიკრიბა გუშინ რუსთაველზე და თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია
ირაკლი ქადაგიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობა აღარასდროს ხდებოდეს ფარული მეთოდებით
ირაკლი ჩიქოვანი: სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე
ირაკლი ჩიქოვანი: თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას
არქივი