დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი - ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 17 აპრილი 2024, 22:08

დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი - ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

რატი ამაღლობელის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ქართველი ხალხის ნება და მოიქცნენ ისე, როგორც 1 წლის წინ და კანონი კვლავ უნდა გაიწვიონ.

„ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია, როგორც სახარება გვეუბნება. დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება.

ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. თქვენი გულის იმედი არ გვაქვს, თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის იმედი გვაქვს. ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში”, - განაცხადა რატი ამაღლობელმა აქციაზე.

როგორც აქციაზე ითქვა, ხელისუფლებისთვის მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ სამოქმედო გეგმა გამოცხადდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება პროტესტი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი 200 ათასი თანამოქალაქე შეიკრიბა გუშინ რუსთაველზე და თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია
ირაკლი ქადაგიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობა აღარასდროს ხდებოდეს ფარული მეთოდებით
ირაკლი ჩიქოვანი: სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე
ირაკლი ჩიქოვანი: თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას
არქივი