პროტესტი არ შეჩერდება - ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 18 აპრილი 2024, 02:59

პროტესტი არ შეჩერდება - ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, აქციის მონაწილეების გეგმაა, რომ პროცესი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდეს.

„სამოქმედო გეგმა არის ის, რომ დასრულდება პროცესი სიმშვიდით, სიმტკიცით და სახელმწიფოს გამარჯვებით. ივანიშვილი ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეუცვლის. გეგმაა, რომ ქვეყანა, როგორც სახელმწიფო შედგეს და ევროპული და ეროვნული იდეა იყოს გამარჯვებული ამაზე მეტი იდეა და გეგმა რა უნდა არსებობდეს?

პროტესტი არ შეჩერდება, რასაც ხედავთ ასე იქნება. ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის, სახლი, ოჯახი, სამსახური არის რუსთაველის გამზირი, სანამ არ იქნება სახელმწიფოებრივი საფრთხე განეიტრალებული. ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე სამი დღეა აპროტესტებენ. 17 აპრილს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მომიტინგეები 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა.

მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეების მიერ "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის ხელისუფლებისთვის მიცემული 1 - საათიანი ვადა ამოიწურა, დემონსტრანტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება
კახა კალაძე - არავის მიეცემა უფლება და შესაძლებლობა, ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლის სურვილი ექნება, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით
კახა კალაძე: თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს ხელისუფლების შეცვლის სურვილი, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით. რადიკალურ დაჯგუფებებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ
კახა კალაძე: საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით
შესაბამისი ნებართვის და რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს
არქივი