გიორგი ვოლსკი: ჩვენი ამომრჩეველი არის აბსოლუტურად ევროპელი, რომელსაც არანაირად არ უნდა ცალ ფეხზე დგომა, რომლისთვისაც ევროპა არის სტანდარტი ეკონომიკური განვითარების, სოციალური პროგრამების, განათლების და დემოკრატიული მართვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 17 აპრილი 2024, 19:14

ჩვენი ამომრჩეველი აბსოლუტურად არის ევროპელი, რომელსაც არანაირად არ უნდა ცალ ფეხზე დგომა, რომლისთვისაც ევროპა არის სტანდარტი ეკონომიკური განვითარების, სოციალური პროგრამების, განათლების და დემოკრატიული მართვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„დავფიქრდეთ ფაქტზე - ჩვენი მოსახლეობის 85% თუ მეტი არა, ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ვინ შეიტანა კონსტიტუციაში [საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები] და მიიღეს თუ არა კონსტიტუციის განხილვაში მონაწილეობა დღევანდელმა მყვირალა ოპონენტებმა? -არა. 85% და ცოტა მეტი თუ უჭერს მხარს, ამავე დროს „ქართული ოცნება“ 9 არჩევნებში თუ იმარჯვებს, ელემენტარული არითმეტიკა არ არის ის, რომ დაითვალო ამ 85%-დან რამდენია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ანუ ჩვენი ამომრჩეველი აბსოლუტურად არის ევროპელი, რომელსაც არანაირად არ უნდა ცალ ფეხზე დგომა, რომლისთვისაც ევროპა არის სტანდარტი ეკონომიკური განვითარების, სოციალური პროგრამების, განათლების და დემოკრატიული მართვის. ჩვენ კონსტიტუციაში მხოლოდ ჩანაწერი არ გაგვიკეთებია, იმის იქით იყო უზარმაზარი მუშაობა, რომელიც ჩატარდა თუნდაც კანონმდებლობის სინქრონიზაციის თვალსაზრისით. ზუსტად ის სტანდარტი დაინერგა, რომლითაც არაერთ საერთაშორისო კვლევაში და რეიტინგებში გადავუსწარით ევროკავშირის არაერთ ქვეყანას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეთიუ მილერი - შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელიც მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში
არჩილ თალაკვაძე: ვთქვით, რომ ეს აქციები აუცილებლად გადაიზრდებოდა ძალადობაში. ასეც მოხდა, იმიტომ რომ ამ პროტესტის მონაწილეთა რიგებში დგანან ოპოზიციონერები, რომლებსაც არეულობის მოწყობის დიდი გამოცდილება აქვთ
აქციის მონაწილეებმა შსს-ს ორსაათიანი ვადა მისცეს, რათა აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლონ
ჯონ კირბი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრი ჩახშობის თვალსაზრისით
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მარცხენა სანაპირო გადაკეტეს
არქივი