ირაკლი კობახიძე: 27 ელჩი მივიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დემარშით იმის შესახებ, თითქოს ვკლავდით სააკაშვილს, ასეთი შეცდომებისგან არ არის დაზღვეული არც ევროკავშირი მათ შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 17 აპრილი 2024, 20:46

გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ არასწორ რამეს, მათ შორის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შესახებ უცხოურ კრიტიკაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებით 27-მა ელჩმა იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის თემაზე დემარში გამოუცხადა.

„არ ვიცი რა მოხდა მაშინ, ალბათ შეცდომაში შეიყვანეს ისინი, 27 ელჩი მივიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დემარშით, იმის შესახებ, რომ თითქოს ვკლავდით სააკაშვილს. ასეთი შეცდომებისგან არ არის დაზღვეული არც ევროკავშირი მათ შორის. 27 ელჩი აიძულეს, ასეთი ყალბი დემარში განეხორციელებინათ. მთავარი ის კი არ არის, სხვა რას გეუბნება, არამედ ის, რა არის შენს ინტერესებში“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო
თინა ბოკუჩავა - ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თქვენ უკეთ იცნობთ - იქნებ, დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს
ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს - ბინა კიდევ გაქვთ გაქირავებული რუსებზე? ცხოვრებაში რამე გადაგიხდიათ ქველმოქმედებისთვის?
ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც მისი ადგილია, კლინიკაში მისი ყოფნის საჭიროება არ არსებობს
არქივი