ვაჟა სირაძე - ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 17 აპრილი 2024, 23:29

ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

"არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ როდესაც აქცია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და არ სცდება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ნორმებს, პოლიცია არის სტანდარტულად მშვიდ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ამასთან, ყველა სამართალდარღვევაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთების საშუალება არ გვაქვს. ვიმყოფებით და ვმოქმედებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თინა ბოკუჩავა - ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თქვენ უკეთ იცნობთ - იქნებ, დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს
ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს - ბინა კიდევ გაქვთ გაქირავებული რუსებზე? ცხოვრებაში რამე გადაგიხდიათ ქველმოქმედებისთვის?
ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც მისი ადგილია, კლინიკაში მისი ყოფნის საჭიროება არ არსებობს
დიმიტრი ხუნდაძე: გუშინ მთავარ პოლიტიკურ მოედანზე შეკრებილი საზოგადოება, ხოლო პოლიტიკურ ტრიბუნაზე ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება - ეს ერთობა იყო მმართველი გუნდის პოლიტიკის ლეგიტიმაციის დასტური
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: მოღალატეები რომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და მოღალატედ ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს - თქვენი წარსული არის მტკიცებულება ღალატის და პოლიტიკური სიმძიმის
არქივი