ნიკა გვერსმია - უნდა შევიდეთ, ან აქეთ ჩამოვიდეს, ვისაც უნდა. მიზანი შესვლა და ლაპარაკია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 17 აპრილი 2024, 23:33

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის კანცელარიაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან დალაპარაკებას ითხოვენ.

„უნდა შევიდეთ, ან აქეთ ჩამოვიდეს, ვისაც უნდა. მიზანი შესვლა და ლაპარაკია“, - ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ , მთავრობის ადმინისტრაციის წინ, კითხვაზე, თუ რატომ მიიწევდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის მიმართულებით.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელმეორედ შემოიღო, ხალხის მოთხოვნა შეიცვალა და „არა რუსულ მთავრობას“ გახდა.

„მთავრობას 1 საათიანი ვადა მისცა ათი ათასობით ადამიანმა, რომელიც რუსთაველზე იდგა. ჩვენ, ჯერჯერობით ამ ქაჯეთის ციხის ქაჯი ბინადარი გვმართავს. ველოდებით შეხვედრას. უნდა შევხვდეთ და უნდა დაველაპარაკოთ, ხალხს ასე უნდა. მოლოდინები მას ჰქონდეს, ჩვენ გვაქვს მიზნები და მიზანს ავასრულებთ. საქართველო ევროპის ნაწილია და ეს ვერ შეიცვლება. შეიცვლება მთავრობა, მაგრამ ჩვენი მიზანი არ შეიცვლება.

თქვენ წასული ხელისუფლებები არ გინახავთ თუ საქართველოში ამას უკვე გადავეჩვიეთ? ჩვენ ნებით წასული ხელისუფლება გვახსოვს. ესენიც აუცილებლად წავლენ. მას მერე, რაც კანონი ისევ შემოიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა „არა რუსულ მთავრობას“.

ამ შენობაში ჯერჯერობით ისევ კობახიძე ზის. მას უნდა ჩავხედოთ თვალებში და დაველაპარაკოთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თინა ბოკუჩავა - ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თქვენ უკეთ იცნობთ - იქნებ, დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს
ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს - ბინა კიდევ გაქვთ გაქირავებული რუსებზე? ცხოვრებაში რამე გადაგიხდიათ ქველმოქმედებისთვის?
ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც მისი ადგილია, კლინიკაში მისი ყოფნის საჭიროება არ არსებობს
დიმიტრი ხუნდაძე: გუშინ მთავარ პოლიტიკურ მოედანზე შეკრებილი საზოგადოება, ხოლო პოლიტიკურ ტრიბუნაზე ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება - ეს ერთობა იყო მმართველი გუნდის პოლიტიკის ლეგიტიმაციის დასტური
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: მოღალატეები რომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და მოღალატედ ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს - თქვენი წარსული არის მტკიცებულება ღალატის და პოლიტიკური სიმძიმის
არქივი